ოფიციალურად: ბარსელონა ვისელ კობესთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ოფიციალურად: ბარსელონა ვისელ კობესთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"ბარსელონას" ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიური კლუბი იაპონიაში "ვისელ კობეს" წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩი ლა ლიგის დასრულების შემდეგ 6 ივნისს ტოკიოში იაპონიის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება. ეს არენა 80 000 გულშემატკივარს იტევს.

"ვისელ კობეში" "ბარსას" ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა და ყოფილი ფეხბურთელი სერჟი სამპერი თამაშობენ.

"ბარსელონა" იაპონურ კლუბს 2019 წელს "რაკუტენის თასზეც" დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც ინიესტამ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა.

დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით "ბარსამ" გასული სეზონიც ამხანაგური მატჩით დაასრულა - გუნდი შარშან ავსტრალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 მაისი 2023 18:23
    0
    უკვე გამოაცხად რო ბარსელონასთან თამაში ბოლო იქნება იაპონურ კლუბთან, რაც შეეხება ფეხბურთიდან წასვლას ის ამას ჯერ არ აპირებს და მოგვიანებით იტყვის სად წავა. არც არაბეთში წასვლაა გამორიცხული.
    ფანი [?]
    #2 9 მაისი 2023 19:15
    0
    ციტატა: C.PC5
    ისე ინიმ რო დაამთავროს კარიერა კაკრაზ მაგ თამაშით არ იქნება ურიგო, დროა უკვე ძმაკაცს დაუდგეს გვერდით თავის კლუბში. heart_eyes

    მინიმუმ ორი წელი არ აპირებს კარიერის დამთავრებას
    Culé [?]
    #1 9 მაისი 2023 13:19
    3
    ისე ინიმ რო დაამთავროს კარიერა კაკრაზ მაგ თამაშით არ იქნება ურიგო, დროა უკვე ძმაკაცს დაუდგეს გვერდით თავის კლუბში. heart_eyes
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"