ინიგო მარტინესის კონტრაქტის დეტალები

უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბილბაოს "ატლეტიკის" ცენტრალური მცველი, ინიგო მარტინესი "ბარსელონაში" გადმოვა.
Sport-ის ინფორმაციით, ბასკი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი კი €9 მილიონი იქნება - ზუსტად იმდენი, რამდენსაც ამჟამად "ბილბაოში" გამოიმუშავებს.
იმის გამო, რომ ბასკეთში საგადასახადო სისტემა ძალიან მომგებიანია, ინიგო "ბარსაში" გადმოსვლით გარკვეულ თანხას დაკარგავს, მაგრამ მას სურს, კარიერის ბოლო წლებში ტიტულები მოიგოს.
მარტინესი დათანხმდა პირობას, რომ თუ "ბარსელონა" მას ვერ დაარეგისტრირებს, შესაძლებლობა ექნება, იჯარით წავიდეს, მაგრამ კლუბი ბასკს არწმუნებს, რომ პრობლემები არ შეიქმნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]