აგენტი: სერჟინიო დესტით 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება

აგენტი: სერჟინიო დესტით 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება

"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, სერჟინიო დესტის ერთ-ერთმა აგენტმა BarçaTimes-სთან კომენტარი გააკეთა:

სერჟინიოთი 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება, თუმცა შეთანხმება არავისთან გვაქვს.

დესტი "ბარსელონაში" დაბრუნდება, შემდეგ კი კატალონიელთა ხელმძღვანელობას შევხვდებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მცველის "უნიონ ბერლინში" განათხოვრება რეალური ვარიანტია. ფეხბურთელი გერმანიაში გადაბარგებაზე თანახმაა.

დესტი ამჟამად "ბარსადან" იჯარით "მილანში" ირიცხება, მაგრამ სათამაშო დრო არ აქვს. ის არც ჩავი ერნანდესის გეგმებში შედის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელი კატალონიურ გრანდს აუცილებლად დატოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 მაისი 2023 10:58
    1
    იმედია მოიცილებენ ამასაც, სხვანაირად არაფერი არ გვეშველება.
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 მაისი 2023 10:55
    1
    20 მინიმუმ და წაიყვანეთ
    ფანი [?]
    #2 7 მაისი 2023 04:46
    0
    E bicho ra ganatxovreba gaushvit to erti 10 milionad. Ra gaxda eseti ro inglisshi mag fuladac ver vasagebt,usas dziritadia kaci bolobolo simon...
    Culé [?]
    #1 6 მაისი 2023 22:21
    5
    ნებისმიერ ფასად გასაყიდია...