ლეო მესი ბარსელონაში ჩამოვა და ბარსას შეთავაზებას დაელოდება
არგენტინელი ჟურნალისტის, ხერმან გარსია გროვას ცნობით, ლიონელ მესი ბარსელონაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე დღეს დაჰყოფს და "ბარსას" ოფიციალურ შეთავაზებას დაელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესის "ბარსელონაში" დაბრუნება ჟოან ლაპორტას მთავარი ამოცანა გახდა - ბორდს სჯერა, რომ ტრანსფერს განახორციელებენ და იმედოვნებენ, რომ ლეო "ბარსას" ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ტურნემდე, ივლისის ბოლომდე გახდება.
დღეს ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ არგენტინელი ზაფხულში კლუბს აუცილებლად შეიცვლის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]