ლამინე იამალი პირველ გუნდში დარჩება

ლამინე იამალი პირველ გუნდში დარჩება

Sport-ის ინფორმაციით, ჩავიმ ლამინე იამალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

15 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე პირველ გუნდში დარჩება და ამასთან, პრესეზონსაც ჩავის ხელმძღვანელობით დაიწყებს.

იამალის დებიუტი გუშინ, "ბეტისთან" მატჩში შედგა. ლამინემ მოედანზე სულ 7 წუთი გაატარა, მაგრამ გოლამდე და ასისტამდე ცოტა დააკლდა.

წყაროს ცნობით, რომ არა ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მომხდარი ინციდენტის გამო მიღებული სასჯელი, იამალს "ბარსას" პირველ გუნდში დებიუტი კიდევ უფრო ადრე ექნებოდა. 

სამწვრთნელო შტაბმა იცის, რომ ლამინეს ერთადერთი შეცდომა არასწორ დროს არასწორ ადგილას ყოფნა იყო. ამ დრომდე უცნობია, ნაკრებში რა მოხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 3 მაისი 2023 00:43
    0
    ციტატა: azulgerana
    ციტატა: Georgebina
    არ ვემხრობი მე პირადად ასეთ გადაწყვეტილებებს, ნუ მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც. გასაგებია, რომ ადრეული ასაკიდანვე დიდ გამოცდილებას მიიღებს (თუ მიეცა თამაშის საშუალება) მაგრამ ამავდროულად ასეთი პატარები რომ მოყავთ პირველ გუნდში 15-16 წლისები ის ფაქტორიცაა, რომ პირველ გუნდში უფრო დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა და ტრავმის ბევრად უფრო დიდი შანსი. ფატის რაც დაემართა ვნახეთ, ტრავმას უმიზეზებს ბევრი, მაგრამ რეალურად ფსიქოლოგიურია ეგეც და მაგიტომ ვერ თამაშობს. გამოდის და სულ დათრგუნულია მოედანზე. ათამაშონ ჯერ მეორე გუნდში, უფრო დაიხვეწოს და მოიყვანონ მერე 17-18 წლის.

    თუ ჩემი ძმა ხარ. ფატი სიკოა ოპერაცია არ გაიკეთა და მისი ბრალია. მაგას ვერ გაიგებ ვის როდის რა დაემართება. ტრამვა ვაფშე პრიჩომ ... 15 წლის ვირებში ვერ მიიღებს ტრამვას ? თუ რა ბაზარია...

    ანუ რას მეუბნები, რომ 15 წლის ფიზიკურად განუვითარებელ ბავშვს უფრო დიდი შანსი არ აქვს ტრავმის მიღების პირველ გუნში? სად თავის თანატოლებთან თამაში და სად პირველ გუნდში. ცალკე ლალიგა, ცალკე ლიგა, კოპა და ბევრი სხვა თამაში... სხვაობა საკმაოდ დიდია. ფატი მარტო ტრავმის გამო არ თამაშობს ასე, ფსიქოლოგთანაა მისასვლელი. ელემენტარულ მომენტში კაცის მოტყუებაზე რომ არ/ვერ მიდის ტრავმის ბრალი არაა, თავშია პრობლემა და არა ფეხში.
    Culé [?]
    #7 1 მაისი 2023 17:13
    0
    იმედია იმდენს არ ათამაშებენ რომ პედრი დაემართოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მაისი 2023 16:55
    0
    15 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე პირველ გუნდში დარჩება და ამასთან, პრესეზონსაც ჩავის ხელმძღვანელობით დაიწყებს.
    ეხლა ამას უნდა მოუწყონ პედრი ყველგან და ყოველთვის?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 მაისი 2023 13:14
    0
    ციტატა: Georgebina
    არ ვემხრობი მე პირადად ასეთ გადაწყვეტილებებს, ნუ მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც. გასაგებია, რომ ადრეული ასაკიდანვე დიდ გამოცდილებას მიიღებს (თუ მიეცა თამაშის საშუალება) მაგრამ ამავდროულად ასეთი პატარები რომ მოყავთ პირველ გუნდში 15-16 წლისები ის ფაქტორიცაა, რომ პირველ გუნდში უფრო დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა და ტრავმის ბევრად უფრო დიდი შანსი. ფატის რაც დაემართა ვნახეთ, ტრავმას უმიზეზებს ბევრი, მაგრამ რეალურად ფსიქოლოგიურია ეგეც და მაგიტომ ვერ თამაშობს. გამოდის და სულ დათრგუნულია მოედანზე. ათამაშონ ჯერ მეორე გუნდში, უფრო დაიხვეწოს და მოიყვანონ მერე 17-18 წლის.

    თუ ჩემი ძმა ხარ. ფატი სიკოა ოპერაცია არ გაიკეთა და მისი ბრალია. მაგას ვერ გაიგებ ვის როდის რა დაემართება. ტრამვა ვაფშე პრიჩომ ... 15 წლის ვირებში ვერ მიიღებს ტრამვას ? თუ რა ბაზარია...
    --------------------
    THUGS
    წევრი [?]
    #4 1 მაისი 2023 07:20
    4
    რა მოხდა 17-წლამდელთა ნაკრებში? რატომ დაასანქცირეს? ვინმემ იცით?
    გულშემატკივარი [?]
    #3 1 მაისი 2023 04:00
    4
    იმედია მისი ფიზიკური მონაცემებიიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას რამდენი და როგორ უნდა ათამაშონ მოფრთხიკებაა საჭირო რაც მეტი ნიჭიერი ლა მისიელი იქნება გუნდში მით უკეთესი.ვნახეთ რა შეუძლია ლა მისიას.წარმატებები ბავშვო🙃
    ფანი [?]
    #2 1 მაისი 2023 00:05
    12
    არ ვემხრობი მე პირადად ასეთ გადაწყვეტილებებს, ნუ მე არავინ მეკითხება, მაგრამ მაინც. გასაგებია, რომ ადრეული ასაკიდანვე დიდ გამოცდილებას მიიღებს (თუ მიეცა თამაშის საშუალება) მაგრამ ამავდროულად ასეთი პატარები რომ მოყავთ პირველ გუნდში 15-16 წლისები ის ფაქტორიცაა, რომ პირველ გუნდში უფრო დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვაა და ტრავმის ბევრად უფრო დიდი შანსი. ფატის რაც დაემართა ვნახეთ, ტრავმას უმიზეზებს ბევრი, მაგრამ რეალურად ფსიქოლოგიურია ეგეც და მაგიტომ ვერ თამაშობს. გამოდის და სულ დათრგუნულია მოედანზე. ათამაშონ ჯერ მეორე გუნდში, უფრო დაიხვეწოს და მოიყვანონ მერე 17-18 წლის.
    ფანი [?]
    #1 30 აპრილი 2023 23:57
    10
    ნუ გამოფიტავენ ახლა ამ ბიჭს და ფატის ნუ დამართებენ,15 წელი ძაან ცოტაა