ზედიზედ მეოთხედ - ბარსას ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

ზედიზედ მეოთხედ - ბარსას ქალთა გუნდი ესპანეთის ჩემპიონია

დღეს ესპანეთის ქალთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. "ბარსელონამ" "უელვას" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მარტივად, 3-0 დაამარცხა.

ეს "ბარსას" ქალთა გუნდისთვის ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61-ე გამარჯვება იყო, რომელმაც გუნდს ზედიზედ მე-4 ჩემპიონობა მოუტანა.

ტურნირის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, "ბარსელონას" მდევრებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ხირალდესის გუნდისთვის ამას ვადაზე ადრე გაჩემპიონებაში ხელი არ შეუშლია.

"ბარსამ" 26 თამაშიდან ყველა მოიგო, გაიტანა 108 გოლი და გაუშვა მხოლოდ 5.

ამ გაჩემპიონებით "ბარსელონას" ქალთა გუნდმა ესპანეთში საუკეთესო გუნდის წოდება გაიმყარა. კატალონიელებს ქვეყნის ჩემპიონატი 8-ჯერ აქვთ მოგებული, მეორე ადგილზე კი "ბილბაოა" 5 ჩემპიონობით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მაისი 2023 16:59
    2
    მისცენ იჯარით 2-3 მოთამაშე კაცების გუნდს. ტებასს ვერ დაითანხმებენ ვითომ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 მაისი 2023 16:51
    1
    26-დან 26 გამარჯვება.
    ბურთები 108-5
    open_mouth open_mouth
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მაისი 2023 10:49
    1
    გაუჭირდებოდათ :დდ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    წევრი [?]
    #3 1 მაისი 2023 07:12
    7
    heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes გილოცავთ უმაგრესებო!
    როგორც ამბობენ, "თქვენი წყალი გადაესხათ" ბიჭებსაც, განსაკუთრებით ლიგაზე!!!
    Culé [?]
    #2 1 მაისი 2023 00:36
    7
    ვულოცავ გოგონებს, მალე ლიგაც გვეზეიმოს❤️✊
    ციტატა: nikusha
    ალექსიამ დღეს მაინც მიიღო სათამაშო წუთები?

    მგონი 15 წუთი ითამაშა
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 30 აპრილი 2023 23:45
    2
    ალექსიამ დღეს მაინც მიიღო სათამაშო წუთები?
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა