ბარსელონა Barca TV-ს აუქმებს

ბარსელონა Barca TV-ს აუქმებს

"ბარსელონა" კლუბის ოფიციალურ სატელევიზიო არხს, Barca TV-ს აუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ RAC1 ავრცელებს.

ბოლო დროს Barca TV ფინანსურად წამგებიან პროექტად იქცა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც კლუბმა მისი გაუქმება გადაწყვიტა. RAC1-ის ცნობით "ბარსელონამ" კომპანია Movistar-ს უკვე აცნობა, რომ 30 ივნისიდან არხის მაუწყებლობა შეწყდება.

ამ გადაწყვეტილების შედეგად უმუშევარი დაახლოებით 150 ადამიანი დარჩება.

ამჟამად "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოს წევრები მსჯელობენ ალტერნატივაზე, რომელიც "ბარსელონას" იმიჯის განვითარებასა და იმ კონტენტის გავრცელებას ეხება, რომელიც Barca TV-ზე გადიოდა.

მიღებული გადაწყვეტილება ეხება კლუბის ოფიციალურ სატელევიზიო არხს. რაც შეეხება ციფრულ პროდუქტ Barca TV+, ის ფუნქციონირებას განაგრძობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 28 აპრილი 2023 01:43
    0
    Gadaanawileben mag xalxs sxva temashi an kompensacia da nahui. Ise ki tu sheidzleboda sheesagebinat vinmestvis...
    Culé [?]
    #2 27 აპრილი 2023 19:33
    2
    რასიზამ როცა არაპროფესიონალი ღლეები მოვლენ სათავეში საერთოდ ბარსელონასაც როარაუქმებენ ეგეც მიკვირს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 აპრილი 2023 19:27
    2
    ძალიან კარგი, ეგ აფერისტები 40 ევრო გადამარიცხინეს სეზონის დასაწყისში და რეკლამაში რო ეწერა მატჩების ტრანსლირება მხოლოდ ერთი თამაში აჩვენეს. დანარჩენებში სათადარიგოთა სკამს აჩვენებდნენ და ჩავის რეაქციებს, ხმაურით უნდა მიხვედრილიყავი რა ხდებოდა მინდორზე.