ბარსელონა რეკორდების ზღვარზე

- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 26 აპრილი, 23:55
"ბარსელონა" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებას ძალიან მაღალ დონეზე ატარებს, რის გამოც გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს და დღეს სხვაობის 14 ქულამდე გაზრდის შანსიც აქვს.
თუ დღეს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გოლს არ გაუშვებს, ეს ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კარის მშრალად 24-ე შენახვა გამოვა, რაც "ბარსას" ახალი რეკორდი იქნება. კლუბის რეკორდი კლაუდიო ბრავოს ეკუთვნის, რომელმაც 2014/15 წლების სეზონში გოლი 23 თამაშში არ გაუშვა. ტერ შტეგენმა ეს მიღწევა უკვე გაიმეორა, წინ კი კიდევ 8 თამაშია.
თუ დღეს "ბარსა" მოიგებს, ეს მიმდინარე გათამაშებაში 16 გასვლით მატჩში მე-13 მოგება იქნება. "ბლაუგრანას" რეკორდი ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 14 გასვლითი მოგებაა. ეს შედეგი გუნდმა 2010/11, 2012/13 და 2014/15 წლების სეზონში დააფიქსირა. ჩავის გუნდს "რაიო ვალიეკანოს" გარდა სტუმრად სათამაშო დარჩა "ესპანიოლთან", "ვალიადოლიდთან" და "სელტასთან". ამ 4 თამაშიდან სამის მოგების შემთხვევაში "ბარსა" ახალ რეკორდს დაამყარებს.
ხოლო თუ კატალონიელებმა დარჩენილი რვავე შეხვედრა მოიგეს, ისინი თავს 100 ქულას მოუყრიან, რაც ლა ლიგის რეკორდის გამეორება იქნება. ასეთი რამ აქამდე ორჯერ მომხდარა - 2011/12 წლებში ("რეალ მადრიდი") და 2012/13 წლებში ("ბარსელონა").
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]