ბარსელონა როკეს ალტერნატივად ობამეიანგს განიხილავს

"ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტი შეტევის გაძლიერებაა.
"ბარსას" მთავარი სამიზნე "ატლეტიკო პარანაენსეს" თავდამსხმელი, ვიქტორ როკეა, რომელშიც ბრაზილიელები 45 მილიონ ევროს ითხოვენ. FFP-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კატალონიელებს ამ თანხის გადახდა გაუჭირდებათ, ამიტომ კლუბი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" როკეს ერთ-ერთ ალტერნატივად პიერ-ემერიკ ობამეიანგს განიხილავს, რომელიც სეზონის ბოლოს "ჩელსის" დატოვებს. თავად გაბონელი "ბარსელონაში" სიამოვნებით დაბრუნდება.
33 წლის ფეხბურთელს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც კლუბი მას სავარაუდოდ შედარებით დაბალ ფასად შეელევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]