რეალ მადრიდის პასუხი ჟოან ლაპორტას

გუშინ ჟოან ლაპორტამ "ნეგრეირას საქმესთან" დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე "რეალ მადრიდის" შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. "ბარსელონას" პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამეფო კლუბს მსაჯები ყოველთვის ეხმარებოდნენ და "თეთრები" ძალაუფლებასთან (იგულისხმება ფრანკოს რეჟიმი) ყოველთვის ახლოს იყვნენ.
ლაპორტას სიტყვების საპასუხოდ, "რეალ მადრიდმა" სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ფრანკოს რეჟიმით სინამდვილეში "ბარსელონა" სარგებლობდა.
ვიდეოში აღნიშნულია, რომ
- "ბარსამ" 1956 წელს ფრანსისკო ფრანკო კლუბის საპატიო წევრად აქცია
- "კამპ ნოუ" ფრანკსო ხელისუფლებამ გახსნა
- ფრანკომ "ბარსელონა" გაკოტრებისგან სამჯერ იხსნა
- "ბარსამ" ფრანკოს დიქტატურისას ლა ლიგა რვაჯერ მოიგო, როდესაც "რეალ მადრიდი" ტიტულის 15 წელი ელოდა
მადრიდული კლუბის ვიდეოს რამდენიმე ჟურნალისტი გამოეხმაურა, რომლებმაც დაწერეს, რომ ფრანკოს "ბარსას" მიმართ რეალურად მტრული დამოკიდებულება ჰქონდა და ჩამოთვალეს ის ზიანი, რომელიც კლუბს მისი მმართველობისას მიადგა.
- "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ სუნიოლის მკვლელობა
- ქალაქისა და კლუბის ოფისების დაბომბვა
- სახელისა და ლოგოს შეცვლა იძულებით
- ენრიკო პინეიროსა და ჯოზეპ ვენდრელის დანიშვნა "ბარსას" პრეზიდენტებად
Cadena Ser-ის ჟურნალისტის სიკე როდრიგესის ინფორმაციით, "რეალ მადრიდის" მტკიცების მიუხედავად, ფრანკო "ბლაუგრანას" საპატიო წევრი არასდროს ყოფილა.
— Real Madrid C.F. 🇬🇧🇺🇸 (@realmadriden) April 18, 2023
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]