ჩავი: ფრე ცუდი შედეგი არაა, თუმცა თავდაჯერებულობა უნდა დავიბრუნოთ

ჩავი ერნანდესმა "ხეტაფესთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ფრე ცუდი შედეგი სულაც არაა, თუმცა თავდაჯერებულობა უნდა დავიბრუნოთ.
გუშინ ბარსელონაში მშრალ მინდორზე ვითამაშეთ, დღეს კი ბალახი ძალიან სველი იყო. ეს "ხეტაფესთვისაც" ცუდი გახლდათ. შეხედეთ მუნირს, ის დარტყმასაც კი ვერ ახერხებდა. მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს გასამართლებელი მიზეზი არაა.
ვიმედოვნებ, მომდევნო კვირაში 2 ან 3 ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდება. ტრავმები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ გვაქვს, როგორც თამაშის, ისე შედეგების თვალსაზრისით. დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ.
რა თქმა უნდა, ტრავმირებულთა არყოფნა დაგვეტყო, თუმცა ეს გასამართლებელი მიზეზი არაა.
ამბიციისა და ენთუზიაზმის ნაკლებობის პრობლემა არ გვაქვს.
ჩვენ მეორეადგილოსანს 11 ქულით ვუსწრებთ, რაც კარგი უპირატესობაა, თუმცა მოდუნება არ შეიძლება.
რაფინიასთან არ მისაუბრია. არაერთხელ მითქვამს, რომ გაბრაზებაში პრობლემას ვერ ვხედავ.
ლევანდოვსკი კვლავ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მისი გოლების ნაკლებობა სივრცეების გამოუყენებლობის ბრალია. ის თავდაუზოგავად მუშაობს და გუნდს ძალიან ეხმარება.
ჩვენ მატჩები საღამოს გვაქვს ხოლმე, მზეში თამაშს შეჩვეულები არ ვართ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]