სუბიმენდი გამოირიცხა - ბარსელონა ამრაბატისთვის იბრძოლებს
მიუხედავად იმისა, გაახანგრძლივებს თუ არა სერხიო ბუსკეტსი კონტრაქტს, "ბარსელონა" ზაფხულში საყრდენი ნახევარმცველის შეძენას მაინც შეეცდება.
"ბლაუგრანა" მთავარ სამიზნედ მარტინ სუბიმენდის განიხილავდა, თუმცა "რეალ სოსიედადი" ესპანელის სანაცვლოდ €60 მილიონს ითხოვს, კატალონიელებს კი ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ, ამიტომ კლუბი მისთვის აღარ იბრძოლებს.
Relevo-ს ინფორმაციით, სუბიმენდის ტრანსფერის გამორიცხვის შემდეგ, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე "ფიორენტინას" ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი ხდება.
26 წლის მაროკოელი შუახაზელი Transfermarkt-ზე €25 მილიონადაა შეფასებული, მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.
"ბარსამ" ამრაბატის შეძენა ზამთარშიც ცადა. "კამპ ნოუზე" თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელმაც გამოხატა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]