ბარსელონას ობამეიანგისა და ვიტორ როკეს შეძენაზე მუშაობს

"ბარსელონა" მომავალ სეზონში ცენტრფორვარდის შეძენას აპირებს, ფავორიტი კანდიდატები კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ვიტორ როკე არიან. კლუბმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, რადგან იცის, რომ ტრანსფერი ორივე მათგანს სურს.
მიუხედავად ფეხბურთელთა სურვილისა, კლუბებთან შეთანხმება მარტივი არ იქნება. გაბონელი შემტევი "ჩელსის" გეგმებში არ შედის, მაგრამ გასულ ზაფხულში მათ ობას სანაცვლოდ €15 მილიონი გადაიხადეს და პიერ-ემერიკს ასე ადვილად არ დათმობენ; ვიტორ როკე კი 18 წლისაა და ლოგიკურია, რომ "ატლეტიკო პარანაენსე" მის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს.
კატალონიურმა გრანდმა იცის, რომ თუ ლა ლიგა ამის საშუალებას მისცემს, ბრაზილიელ ტალანტში მაქსიმუმ €40 მილიონის გადახდა შეუძლია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას როკეს მამამ მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფს სთხოვა, რომ ბრაზილიაში გაემგზავრონ და "ატლეტიკო პარანაენსეს" პირისპირ გაესაუბრონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]