ლიონელ მესის ჟოან ლაპორტასთან შეხვედრა სურს

ლიონელ მესის ჟოან ლაპორტასთან შეხვედრა სურს

"ბარსელონა" ლიონელ მესის გასაფორმებლად საჭირო გზებს ეძებს და ცდილობს, FFP-Ს წესებთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელი იმედოვნებს, რომ ჟოან ლაპორტა მას პირისპირ შეხვდება და პოტენციურ დაბრუნებაზე დაელაპარაკება. მიუხედავად ამისა, სანამ "ბარსას" პრეზიდენტს გარანტია არ ექნება, რომ ლეოს დარეგისტრირებას შეძლებს, ფეხბურთელს არ დაუკავშირდება.

ჟოან ლაპორტა ლეოს მამას, ხორხე მესის თებერვალში შეხვდა, რათა ურთიერთობა გამოესწორებინა, მაგრამ მთავარი თავად "ლა პულგასთან" შეხვედრა იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2023 16:27
    0
    არგენტინელი იმედოვნებს, რომ ჟოან ლაპორტა მას პირისპირ შეხვდება და პოტენციურ დაბრუნებაზე დაელაპარაკება. მიუხედავად ამისა, სანამ "ბარსას" პრეზიდენტს გარანტია არ ექნება, რომ ლეოს დარეგისტრირებას შეძლებს, ფეხბურთელს არ დაუკავშირდება.
    ხოდა ლაპორტა რო ტებასისგან გარანტიებს მიიღებს ლეო ან პსჟ-თან გაახანგრძლივებს არ არაბებს 400 მილიონად ჩაბარდება და რონალდუს ხმარებას დაიწყებს ან ბუსკეტსთან ერთად მაიამში დაუბერავს. რატომ? იმიტომ რო ერთხელ უკვე მიიღო ლაპორტასგან დედიმისის "შეპირებული" თუმცა მანამდე მესის სახელით არჩევნებზე კარგად იხეირა.
    რა პრობლემაა რო შეხვდეს და უთხრას რო ყველაფერს ეცდება მაქსიმალურად ოღონდ ლეომ არ იჩქაროს.
    Culé [?]
    #2 9 აპრილი 2023 23:30
    0
    სანამ ბოლომდე არ გამოერკვევიან შესაძლებელია თუ არა ტრანსფერი, მანამდე ნუ შეაწუხებენ იმ კაცს
    Culé [?]
    #1 9 აპრილი 2023 14:45
    6
    "მიუხედავად ამისა, სანამ "ბარსას" პრეზიდენტს გარანტია არ ექნება, რომ ლეოს დარეგისტრირებას შეძლებს, ფეხბურთელს არ დაუკავშირდება."
    ზუსტადაც, სანამ 10000000000% არ დარწმუნდებიან რომ გეგმა იმოქმედებს მანამდე ნუ შეაწუხებენ ტყუილად, ერთხელ მოტყუვდა უკვე საკმარისად როცა გაშვება მოუწიათ, სიტუაციის გასაცნობად ისიც კმარა რომ ჩავი იყოს სულ ხაზზე ლეოსთან, ლაპორტამ ბოლოს უნდა თქვას სიტყვა და ააფრიალოს კონტრაქტი, თუნდაც ხელსახოცზე დაწერილი kissing_heart
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"