ჟირონასთან მატჩის მსაჯი ცნობილია

- თამაშის დრო: ორშაბათი, 10 აპრილი, 23:00
10 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე "ბარსელონა" ლა ლიგის 28-ე ტურში "ჟირონას" უმასპინძლებს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კატალონიური დერბის მსაჯი გამოცდილი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.
46 წლის ლაოსს "ბარსელონას" შეხვედრებში 48-ჯერ უმსაჯია. "ბარსას" სტატისტიკა ასეთია: 32 მოგება, 10 ფრე და 6 მარცხი. ლაოსმა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ჯამში 111 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.
რაც შეეხება მეტოქეს, ვეტერან არბიტრს "ჟირონას" მონაწილეობით მხოლოდ 3 მატჩი განუსჯია, რომელთაგან 2 კატალონიელებმა მოიგეს, 1 კი ფრედ დასრულდა. ლაოსმა "ჟირონას" ფეხბურთელები 7-ჯერ გააფრთხილა და არავინ გაუძევებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]