რონალდ არაუხო: ვინისიუსი ფეხბურთის თამაშზე უნდა ფოკუსირდეს

"ბარსელონას" უკანახაზელმა, რონალდ არაუხომ "რეალ მადრიდთან" მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ურუგვაელი ვინისიუს ჟუნიორთან მცირე შელაპარაკებასაც შეეხო.
ვინისიუსი ფეხბურთის თამაშზე უნდა ფოკუსირდეს. ვინი დიდებული მოთამაშეა, მაგრამ ის მუდმივად ჩვენს ფეხბურთელებთან კამათობდა, რაზეც ძალიან გავბრაზდი.
"რეალ მადრიდთან" მარცხი ძალიან სამწუხაროა. ჩვენი მიზანი მათი დამარცხება და ფინალში გასვლა იყო და ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. "მადრიდი" ჩვენი მუდმივი მეტოქეა, ჩვენ თასის მოგება გვსურდა.
ყოველთვის ვცდილობ, მეტოქეს პატივი ვცე, თუმცა დღეს ცოტათი გავბრაზდი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]