თავდასხმა მესიზე დადასტურდა

თავდასხმა მესიზე დადასტურდა

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდს, ლიონელ მესის, არგენტინაში ერთ–ერთი ფანი არცთუ კარგი განწყობით შეხვდა. გაისმა ხმები, თითქოს მას ხელით შეეხნენ მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად ბარში სადილობდა, მაგრამ შემდეგ უარყვეს ეს ფაქტი.

 

დღეს კი უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ურტყამს "როსარიოს" გულშემატკივარი მესის ხელს და შემდეგ გარბის. კამერებმა მისი სახეც დააფიქრისრეს მაშინ, როდესაც თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და თან უკან იხედებოდა. თვითონ მესიმ კი პრესას განუცხადა, რომ მას არავინ შეხებია, რაც ალბათ იმისთვის გააკეთა, რომ სიტუაცია არ გაემწვავებინა.

 

სავარაუდოდ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩება, რადგანაც კამერამ დააფიქსირა თავდამსხმელის სახე და შესაბამის ღონისძიებებს მიმართავენ.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=plMaouR1Gxw]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.