ინიაკი პენია კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინიაკი პენია კონტრაქტს გაახანგრძლივებს

Relevo-ს ინფორმაციით, ინიაკი პენიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

წყაროს ცნობით, "ბარსამ" ახალგაზრდა მეკარის დარწმუნება შეძლო, რადგან დაჰპირდა, რომ შანსებს მიიღებს. თავის მხრივ, სხვა კლუბების შემოთავაზებების მიუხედავად, პენიას პრიორიტეტი ყოველთვის "ბლაუგრანა" იყო.

ინიაკის ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალ ზაფხულში იწურება, ამით სარგებლობა კი "გალათასარაის", "ფენერბაჰჩესა" და პრემიერლიგურ გუნდებს სურდათ, მაგრამ არ გამოუვათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 აპრილი 2023 20:30
    0
    აბა გაყიდვას რა უნდა, მერე ჩვენ რო ვაჭრობა გვეხერხება. 10 მილიონად გავყიდით და იგივე დონის მეკარეში 40-50-ს მოგვთხოვენ როცა დაგვჭირდება.