პაბლო ტორეს ბარსელონადან წასვლა არ სურს

პაბლო ტორეს ბარსელონადან წასვლა არ სურს

ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის, პაბლო ტორეს "ბარსელონური" კარიერა ისეთი არაა, როგორსაც ველოდით - ფეხბურთელს მოედანზე ძალიან იშვიათად ვხედავთ, თუმცა ის კატალონიურ კლუბში მაინც ბედნიერია და წასვლას არ აპირებს.

19 წლის ფეხბურთელი "ბარსელონამ" დიდი მოლოდინებით დაიმატა, თუმცა აშკარაა, რომ ჩავი მასზე უახლოეს მომავალში იმედებს არ ამყარებს. ფეხბურთელი "ბარსა ატლეტიკშიც" იშვიათად თამაშობს და პირველ გუნდშიც.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით "ბარსელონას" სურს, რომ ტორე ზაფხულში იჯარით გაუშვას, რადგან ამ ასაკში სათამაშო დროის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა Sport გვატყობინებს, რომ თავად ფეხბურთელს წასვლა არ სურს. ის "ბლაუგრანას" პირველ გუნდში ვარჯიშით ძალიან კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ეს მას პროგრესში ეხმარება.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, "ბარსელონას" სეზონის ბოლოსთვის ესპანეთის ჩემპიონობა უკვე განაღდებული ექნება და დიდი ალბათობით პაბლო ტორეს სათამაშო დროც გაიზრდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 30 მარტი 2023 21:43
    0
    თამაში თუ არ უნდა თქვას პირდაპირ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 მარტი 2023 21:37
    0
    ცოტაც მოითმინოს, გავჩემპიონდებით და მოედანზეც შეუშვებს ჩავი. ახლა ბუტიაობის დრო არ არის.
    ფანი [?]
    #3 30 მარტი 2023 19:13
    1
    იჯარა თუ უნდოდათ რასინგშივე დაეტოვებინათ რას გამოაქციეს პირდაპირ, ხანდახან მაგარ მზეობებს შვება ჩვენი ხელმძღვანელობა რაა. ან აქამდე ასე ცოტა სათამაშო დრო რატომ მიეცა, იქნებ რა ტალანტია. პედრის ნორმალური შემცვლელი როარ გვყავს და დაიმტვრევა თუარა შეტევაში კრეატივი რო 0-ის ტოლია, ზუსტად მაგდროს იქნებოდა გამოსადეგი ტორე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მარტი 2023 17:50
    0
    მომდევნო 5-6 მატჩი თუ 100% შედეგით დასრულდა, მაშინ ხშირად უნდა მიმართოს როტაციებს დარჩენილ შეხვედრებში;
    რეალი მეორე ფრონტზეცაა და ამიტომ შანსი არაა, რომ ქულები ისევ არ გაანიავოს
    Culé [?]
    #1 30 მარტი 2023 11:12
    5
    არ ეძლევა საკმარისი დრო პოტენციალის გამოსაყენებლად , როტაციის მხრივ უჭირს ჩავის , არადა რამდენი ტრავმიანი გვყავს უკვე გუნდში