ინტერ მაიამის მესისა და ბუსკეტსის დამატების იმედი აქვს

ინტერ მაიამის მესისა და ბუსკეტსის დამატების იმედი აქვს

ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

არგენტინელ და ესპანელ ვარსკვლავებს "პარი სენ-ჟერმენისგან" და "ბარსელონასგან" ახალ კონტრაქტზე შეთავაზებები აქვთ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

ცნობილია ისიც, რომ ვეტერანი ფეხბურთელების მომავალი გარკვეულწილად ერთმანეთზეა დამოკიდებული. მესის "ბარსელონაში" დაბრუნებისთვის აუცილებელია, რომ ბუსკეტსმა ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, არგენტინელის დაბრუნების შემთხვევაში კი ესპანელის "ბლაუგრანაში" დარჩენის შანსები იზრდება.

ფეხბურთის ორივე ლეგენდას ხელშეკრულება მიმდინარე სეზონში უმთავრდება და "ინტერ მაიამი" ცდილობს, ამით ისარგებლოს.

რამდენიმე თვის წინ ამერიკული გუნდის პოზიციები მყარი იყო, მაგრამ ბოლო დროს შესუსტდა იმის მიუხედავად, რომ პსჟ-დან მესის წასვლის შანსები გაიზარდა. თუმცა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, დევიდ ბექჰემის კლუბში კვლავ აქვთ იმედი, რომ როგორც მესის, ასევე ბუსკეტსის დათანხმებას მოახერხებენ.

"ინტერ მაიამის" მესის ხელფასის დამოუკიდებლად გადახდა არ შეეძლება, მაგრამ თუ ტრანსფერი შედგა, ფლორიდელებს თავად MLS დაეხმარება.

ადრე ცნობილი იყო, რომ "ინტერ მაიამი" ასევე იწვევდა "ბარსას" კიდევ ერთ ლეგენდას, ლუის სუარესს, მაგრამ ბოლო ცნობებით ამერიკელები ურუგვაელის დამატებით დაინტერესებულნი აღარ არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 30 მარტი 2023 21:42
    0
    ტიპებს ხელფასის გადახდაში MLS ეხმარება და ჩვენ კიდე ტებასი ყველანაირად ხელს გვიშლის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 მარტი 2023 21:41
    0
    მესი უნდა დააბრუნონ აუცილებლად, რამდენიმე რეკორდი აქვს ლა ლიგაში დარჩენილი და უნდა მოასწროს.
    ფანი [?]
    #1 30 მარტი 2023 10:39
    0
    ოცნებას კაცი არ მოუკლავსო