ჩავი ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ჩავი ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ჩავი ერნანდესმა "ბარსელონასგან" ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე მიიღო, მაგრამ კატალონიელი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა განცხადება, რომელიც ადასტურებს, რომ "ბარსელონას" ჩავისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

Sport-ის ცნობით კლუბმა მწვრთნელს შეთავაზება უკვე გაუკეთა. საუბარია 2024 წლამდე მოქმედი კონტრაქტის 2 წლით, 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე.

კატალონიური მედიის ცნობით ლაპორტას სურს, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს, მაგრამ ჩავი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. 43 წლის სპეციალისტს სურს, გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს მიიღოს, როდესაც გუნდის შედეგები უკვე ცნობილი იქნება. გარდა ამისა ერნანდესს გუნდის გაძლიერების სურვილიც აქვს.

ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ ჩავის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია, უბრალოდ მას სურს, სეზონის ბოლომდე მხოლოდ მოედანზე იყოს ფოკუსირებული და არა ახალ ხელშეკრულებაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2023 21:43
    0
    სად ეჩქარება, ეგება გამოსწორდეს მდგომარეობა და უფრო მაღალი ანაზღაურება დაუნიშნონ.