პრიორიტეტულია სამიზნე ვიტორ როკეა, ობამეიანგი - ალტერნატივა

პრიორიტეტულია სამიზნე ვიტორ როკეა, ობამეიანგი - ალტერნატივა

"ბარსელონა" მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის დამატებას შეეცდება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიური კლუბისთვის პრიორიტეტული სამიზნე ვიტორ როკეა, რომელიც ახალგაზრდაა და უდიდესი პოტენციალის მქონე ტალანტად მიიჩნევა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ალტერნატიული ვარიანტი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელსაც "ბარსაში" ძალიან აფასებენ და სატრანსფერო სიაში ჰყავთ.

გაბონელი მზადაა, დაბალი ხელფასი მიიღოს და სათადარიგო ფეხბურთელის როლი მოირგოს, მაგრამ "ბარსელონა" მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ ვიტორ როკეს ტრანსფერი ჩაიშლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 მარტი 2023 22:18
    0
    როკეს მამა უკვე არსენალს ელაპარაკება და ეგეთი ვითომ კულე არ გვჭირდება, ობამეანგი მოიყვანონ მუქთი მაინც იქნება.