შესაძლოა ჩავიმ გარსია საყრდენის პოზიციაზე გამოცადოს

ჩავი ერნანდესი ერიკ გარსიასთვის მცირე სათამაშო დროის მიცემის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს. ის მუდმივად აღნიშნავს, რომ გარსია ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, თუმცა დაცვის ცენტრში მაღალი კონკურენციის გამო, მას თამაში იშვიათად უწევს. ჩავიმ ეს პრობლემა, შესაძლოა, ერიკისთვის პოზიციის შეცვლით გადაჭრას.
Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი 22 წლის ფეხბურთელის საყრდენ ნახევარმცველად დაყენებაზე ფიქრობს. ესპანელმა ვარჯიშებზე რამდენჯერმე აღნიშნულ პოზიციაზე მოსინჯა თავი და სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
გარსიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში შესაძლო 26-დან მხოლოდ 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, დაცვითი ტიპის ნახევარმცველად თამაში კი შესაძლოა მისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდეს.
გარსიას შესაძლო წასვლაზე ბევრი იწერება, თუმცა ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა და წარმატების მიღწევა სურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]