ანსუ ფატის მამა: შვილს ვურჩევ, რომ ბარსელონა დატოვოს

ანსუ ფატის მამამ, ბორი ფატიმ COPE-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც შეგვიძლია, სკანდალურ ინტერვიუდ მოვიხსენიოთ. "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის მამამ რამდენიმე მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
ანსუს "ბარსელონას" დატოვება არ სურს, მაგრამ მე მინდა, რომ ის წარმატებული იყოს. სტადიონზე აღარ ვივლი, კლუბზე ძალიან გაბრაზებული ვარ. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ანსუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს შეხვდებით.
მაწუხებს ის, რომ ანსუ ცოტას თამაშობს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრია და რომელიც "ლა მასიადან" მოდის. ის ბევრად მეტს იმსახურებს.
არ ვიცი, რატომ არ ათამაშებს ჩავი ანსუს. ამას მიზეზები უნდა ჰქონდეს. ჩემი შვილი მწვრთნელის მიმართ უარყოფითად არაა განწყობილი, რადგან ის მისი კუმირი იყო. მაგრამ მე, როგორც მამა, გაბრაზებული ვარ.
მატეუ ალემანიმ მითხრა, რომ ანსუ კლუბის ნაწილია. როგორც მამამ შვილს ვუთხარი, რომ სჯობს, "ბარსელონა" დატოვოს. მან კი მიპასუხა, რომ არ მეთანხმება. მას დარჩენა სურს.
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, "ბარსელონას" ხვალვე დავტოვებდი. ანსუს ვუთხარი, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, წასვლა მოგვიწევს, მაგრამ ის მეუბნება, რომ ვცდები.
ანსუს ახლა სძინავს და მან არ იცის, რომ ამ თემაზე გესაუბრებით.
იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, მერჩივნა, რომ ანსუ ფატი ამ ტურნირზე არ წასულიყო. კოსტა რიკასთან 7 ბურთით ვიგებდით და ლუის ენრიკემ ჩემი შვილი გასახურებლადაც კი არ გაუშვა.
გახსოვთ, როგორი დამოკიდებულება იყო 2 წლის წინ ვინისიუსის მიმართ? ახლა იგივე სიტუაციაში ჩემი შვილია. ხალხისგან მის დაცვას ვითხოვ. ის "ბარსას" 10 ნომერია და "ლა მასიადან" მოდის.
არ მესმის, რატომ აქვს ანსუს ასე ცოტა სათამაშო დრო. ჩვენ ხომ გუნდის 10 ნომერზე ვსაუბრობთ.
"რეალ მადრიდის" გაკრიტიკებას არ ვაპირებ, რადგან არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. თუმცა არა მგონია, ჩემ შვილს მადრიდელები მოსწონდეს.
ჩავის რამდენჯერმე ვესაუბრე და შემიძლია, გითხრათ, რომ ის კარგი ადამიანია. ის ანსუს ტაქტიკურ განსწავლულობაში ძალიან დაეხმარა, მაგრამ არ მესმის, რატომ არ ათამაშებს. ჩემი შვილი მას არასდროს შეეკამათება, რადგან მისი კუმირია. სახლში მისი პოსტერები გვაქვს.
ტრავმის მიღებამდე ანსუ ფატი სასტარტო შემადგენლობაში იყო გრიზმანთან, დემბელესთან და სუარესთან ერთად. რატომ არ თამაშობს ის ახლა? ფიზიკურად ის საუკეთესო ფორმაშია.
როდესაც "ბარსა" ბევრად ცუდი იყო, ვიდრე ახლაა, კლუბმა ანსუს გამოჯანმრთელების პროცესი დააჩქარა. მათ უნდოდათ, რომ ფატის ხალხისთვის სიხარული მიენიჭებინა. ახლა ის 100%-ის მზადაა და აღარავის სურს? რა ხდება, მას ფეხბურთის თამაში დაავიწყდა?
- განაცხადა ბორი ფატიმ COPE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ასევე ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ანსუს მამამ Instagram-ზე "ბარსელონას" გამოწერა გააუქმა. საფეხბურთო კლუბებიდან ახლა ის მხოლოდ "ბაიერნისა" და "ბენფიკას" გამომწერია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]