ორმა ბარსელონელმა წააგო, ერთმა კი მოიგო და გაიტანა

ორმა ბარსელონელმა წააგო, ერთმა კი მოიგო და გაიტანა

დღევანდელი სანაკრებო მატჩები ორი "ბარსელონელისთვის" წარუმატებელი გამოდგა, ერთმა კი მოიგო და გაიტანა კიდეც.

ესპანეთმა შოტლანდიასთან 0-2 წააგო. გავიმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, ალეხანდრო ბალდე კი განაცხადში არ იყო. 

გერმანია ბელგიასთან 2-3 დამარცხდა. ტერ შტეგენი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.

სამაგიეროდ, თავისი შეხვედრა მოიგო კოტ-დ'ივუარმა (2-0). კომოროსის წინააღმდეგ ფრანკ კესიემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა.

ამით მარტის სანაკრებო პაუზა დასრულდა. შესაბამისად, "ბარსელონელები" კლუბში დაბრუნდებიან და "ელჩესთან" შეხვედრისთვის მოემზადებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მარტი 2023 17:47
    0
    ეტყობა ტერ შტეგენის რეკორდები უფრო დაცვის დამსახურება ყოფილა ვიდრე თავად მეკარის, თუმცა გუშინ პირველი ორი ისეთი დაურტყეს საჯარიმოდან და თანაც ცხრიანში, რო არა მგონია დაჟე მამარდაშვილს აეღო. სხვათა შორის პირველი გოლი ჩავის სამიზნემ კარასკომ გაუტანა უფრო სწორად გახვრიტა ლამის კარის ბადე.
    Culé [?]
    #1 29 მარტი 2023 02:54
    2
    Kessie magar formashi shevida,arcert pontshi eg kaci ar unda gaushvan,buskeci da alba unda wavidnen.