ბარსელონა ფიქრობს, რომ ობამეიანგი ლევანდოვსკის იდეალური დუბლიორი იქნება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს და კატალონიური კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს.
გაბონელს გუნდში ძალიან აფასებენ და თანაც, კარგი ამბავი ისაა, რომ ის, შესაძლოა, უფასოდ მოვიდეს - ან იჯარით, ან იმ შემთხვევაში თუ "ჩელსი" ფეხბურთელს კონტრაქტს გაუწყვეტს (ვინაიდან იგი ინგლისელთა გეგმებში არ შედის).
Sport-ის ცნობით, "ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ რობერტ ლევანდოვსკი შესანიშნავი ფორმაშია, მაგრამ მას დუბლიორი სჭირდება და კლუბში სჯერათ, რომ ამ როლს ობამეიანგი იდეალურად მოერგება.
აღსანიშნავია, რომ გაბონელი სათადარიგო ფეხბურთელობის წინააღმდეგ არაა და მაღალ ხელფასსაც არ მოითხოვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]