ბარსელონას არნაუ ტენასთან და ინიაკი პენიასთან კონტრაქტების გახანგრძლივება სურს

არნაუ ტენასს კონტრაქტი ივნისში ეწურება, მაგრამ "ბარსელონას" მისი 2 წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარესთან შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ იქნება, რადგან ის კულეა და "ბარსაში" ყოფნით ბედნიერია.
თუ ინიაკი პენია გუნდს დატოვებს, ტენასს შანსი ექნება, ტერ შტეგენის დუბლიორი გახდეს, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, არნაუ, შესაძლოა, იჯარით გაუშვან.
ტენასი ამჟამად პირველ გუნდში მე-3 მეკარეა, "ბარსა ატლეტიკში" კი მუდმივად თამაშობს და კაპიტანიცაა.
რაც შეეხება პენიას - ინიაკის მომავლის გასარკვევად ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება. მას სათამაშო დრო სურს და მზადაა, სხვა კლუბების შეთავაზებები განიხილოს, "ბარსელონას" კი უნდა, ფეხბურთელი მინიმუმ 1 წლით დარჩენაში დაარწმუნოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]