არონ იააკობიშვილმა ბარსელონას პირველ გუნდში ივარჯიშა

არონ იააკობიშვილმა ბარსელონას პირველ გუნდში ივარჯიშა

"ბარსელონას" პირველი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე სიახლე იყო - ჩავის შეგირდებთან ერთად 17 წლის ქართული ფესვების მქონე მეკარემ, არონ იააკობიშვილმა ივარჯიშა.

სანაკრებო პაუზის გამო ჩავის ფეხბურთელების ახალგაზრდული გუნდებიდან გამოძახება უწევს. დღეს მან ქართული წარმოშობის უნგრელ მეკარეს, არონ იააკობიშვილს უხმო, რომელმაც ინიაკი პენიასთან და არნაუ ტენასთან ერთად ივარჯიშა.

Sport არონს ახასიათებს, როგორც ფეხით კარგად მოთამაშე და კარგი რეაქციის მქონე მეკარეს, რომელსაც გრძელი ხელებიც აქვს.

კატალონიელი ჟურნალისტები გვირჩევენ, მისი სახელი და გვარი დაიმახსოვრონ, რადგან ის თავს უახლოეს მომავალში შეგვახსენებს. ესპანელებმა იდარდონ, თორემ ჩვენ "ბარსელონას" აკადემიაში მყოფი ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელის სახელსა და გვარს რა დაგვავიწყებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 29 მარტი 2023 18:17
    0
    ციტატა: Chico
    მე მგონი იააკობიშვილი სუფთა ქართული გვარი არ არის და არც არონ არის უნგრული სახელი.
    უნგრეთში დაიბადა და გაიზარდა. კარგია რომ მისმა უფროსმა თაობამ გვარი არ შეიცვალა და საქართველოსთან კავშირი დაიტოვა. მაინც კარგია ქართული ფესვების მქონე ბიჭი ბარსაშია.
    ისე რა სიმაღლე აქვს ამ ბიჭს? რაღაც მეკარისათვის ძალიან დაბალი მეჩვენება.....
    მე სხვა რამე უფრო მაფიქრებს, ისე არ მოხდეს, რომ სუფთა ქართველი შემთხვევით რეალში არ აღმოჩნდეს და არ გაგვამწაროს..... smile smile smile
    საქვეყნოდ განაცხადა რომ რონალდო ურჩევნია მესსის და რეალის დიდი მოყვარულია....

    იაკობაშვილი ნამდვილად არაა ქართული გვარი ეს ებრაული გვარია ეტყობა წინაპრები დაიბადენ საქართველოში და ამიტომ ატარებენ ქართულ-ებრაულ გვარს, მითუმეტეს სახელი სუფთა ებრაული აქვს.
    ფანი [?]
    #7 29 მარტი 2023 00:08
    0
    მე მგონი იააკობიშვილი სუფთა ქართული გვარი არ არის და არც არონ არის უნგრული სახელი.
    უნგრეთში დაიბადა და გაიზარდა. კარგია რომ მისმა უფროსმა თაობამ გვარი არ შეიცვალა და საქართველოსთან კავშირი დაიტოვა. მაინც კარგია ქართული ფესვების მქონე ბიჭი ბარსაშია.
    ისე რა სიმაღლე აქვს ამ ბიჭს? რაღაც მეკარისათვის ძალიან დაბალი მეჩვენება.....
    მე სხვა რამე უფრო მაფიქრებს, ისე არ მოხდეს, რომ სუფთა ქართველი შემთხვევით რეალში არ აღმოჩნდეს და არ გაგვამწაროს..... smile smile smile
    საქვეყნოდ განაცხადა რომ რონალდო ურჩევნია მესსის და რეალის დიდი მოყვარულია....
    გულშემატკივარი [?]
    #6 28 მარტი 2023 23:48
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    თუ საკუთარ თავს უნგრელს უწოდებს არც ჩემთვისაა ქართველი

    უნგრეთში დაბადებულ გაზრდილია ესეც და მისი ოჯახიც მგონი და რა გასაკვირია🙃
    ციტატა: Aroni
    სისხლი და ხორცი არაფერს წყვეტს, თუ გული და სული(ეს ორი უფრო მნიშვნელოვანია) არა ქართულია

    👍
    ფანი [?]
    #5 28 მარტი 2023 23:31
    1
    წარმატებები რა თქმა უნდა, მაგრამ ქართველი არაა(ამ ეტაპზე მაინც). სისხლი და ხორცი არაფერს წყვეტს, თუ გული და სული(ეს ორი უფრო მნიშვნელოვანია) არა ქართულია. მაგრამ მაინც გამიხარდება მისი წარმატება👍👍👍
    Culé [?]
    #4 28 მარტი 2023 22:55
    1
    თუ საკუთარ თავს უნგრელს უწოდებს არც ჩემთვისაა ქართველი
    Culé [?]
    #3 28 მარტი 2023 22:54
    2
    მაგარი შეუგდო კარასკომ გერმანიას, დასამატებელია ეგეც :დ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    გულშემატკივარი [?]
    #2 28 მარტი 2023 22:51
    4
    ბედნიერი გზა დიდ ფეხბურთში...
    ფანი [?]
    #1 28 მარტი 2023 22:51
    5
    მახარებს რო ქართული გვარი ბარსაშია
    --------------------
    Nb