ჩავი ერნანდესი ელჩეს წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობის დაყენებას აპირებს

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ლა ლიგაში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, კალენდარი საკმაოდ მჭიდროა და დარჩენილ 12 ტურში ჩავის გუნდს ბოლომდე ბრძოლა მოუწევს, რათა ჩემპიონი გახდეს.
თუმცა, ამ მომენტისთვის, სამწვრთნელო შტაბის მთავარი საფიქრალი არა სატურნირო ცხრილი, არამედ ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციებია. სანაკრებო პაუზამდე ჩავიმ თავის შეგირდებს სთხოვა, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ყოფილიყვნენ და გუნდს ჯანმრთელები დაბრუნებოდნენ, რადგან სეზონი მნიშვნელოვან ფაზაში შედის.
ფეხბურთელებმა ჩავის მესიჯი შესანიშნავად გაიგეს და ამიტომაც, ფრენკი დე იონგმა და რონალდ არაუხომ გადაწყვიტეს, ნაკრებში თამაშით არ გაერისკათ და ბარსელონაში დარჩნენ. სწორედ ტრავმები იყო მიზეზი, რატომაც "ბარსა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ახლა არავის სურს, გუნდს ხელი კვლავ იდენტურმა პრობლემებმა შეუშალოს.
სამწუხაროდ, დანია-ფინეთის მატჩში ტრავმა ანდრეას კრისტენსენმა მიიღო და ლაზარეთში უსმან დემბელესა და პედრის შეუერთდა. ისინი "ელჩესთან" და "რეალ მადრიდთან" ვერ ითამაშებენ.
ჩავი "ელჩესთან" მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობას, სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულ ფეხბურთელთა ფორმების შეფასების შემდეგ აარჩევს. სამწვრთნელო შტაბისთვის დიდი გამოწვევა არსებული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება და საბოლოო მიზნის მიღწევაა.
Sport-ის ინფორმაციით, ჩავი გეგმავს, რომ "ელჩეს" წინააღმდეგ მოედანზე საუკეთესო თერთმეტეული გაიყვანოს, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ექნება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]