კრისტენსენის აგენტი ვარაუდობს, რომ ზაფხულში პრემიერ ლიგიდან შემოთავაზებებს მიიღებს

ფინანსური პრობლემების მიუხედავად, "ბარსელონა" მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.
ჩავის გუნდი მიმდინარე სეზონში საშინაო ასპარეზზე შესანიშნავად გამოიყურება და შიდა ტრებლის მოგების შანსიც აქვს.
ანდრეას კრისტენსენი ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელმაც "ბარსას" წარმატებებში დიდი როლი ითამაშა და რომლის გაყიდვასაც კლუბი ყველაზე ნაკლებად განიხილავს. ის გუნდს უფასოდ შემოუერთდა და ხელშეუხებელია.
მიუხედავად ამისა, Sport-ის ინფორმაციით, კრისტენსენის აგენტმა "ბარსელონა" გააფრთხილა, რომ მომავალ ზაფხულში პრემიერ ლიგიდან შემოთავაზებებს ელოდება. თუმცა, ანდრეასი კატალონიაში ბედნიერია და ტრანსფერზე არავინ ფიქრობს. კლუბი ირწმუნება, რომ დანიელის გაყიდვას არავითარ შემთხვევაში განიხილავს, თუ ასტრონომიულ შემოთავაზებას არ მიიღებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]