ბუსკეტსს შეთავაზებაზე პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" დარჩება თუ არა.
კაპიტანმა კლუბისგან შეთავაზება 10 დღის წინ მიიღო, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია. წინადადება ფინანსურად ძალიან დაბალია, რასაც თავად "ბარსაც" აღიარებს.
ბუსკეტსისთვის ასეთი კონტრაქტის შეთავაზება იმითაა განპირობებული, რომ FFP-Ს წესებთან დაკავშირებული პრობლემების გამო კლუბმა სახელფასო ფონდი უნდა შეამციროს.
აღსანიშნავია, რომ სერხიოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგების პერსპექტივაც ხიბლავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]