რა შემთხვევაში გაუკეთებს ჟოან ლაპორტა ლეო მესის შეთავაზებას?

რა შემთხვევაში გაუკეთებს ჟოან ლაპორტა ლეო მესის შეთავაზებას?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა ლიონელ მესის შეთავაზებას იქამდე არ გაუკეთებს, სანამ ის "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილს არ გამოხატავს - ლეოს შეუძლია, კლუბს ამაზე რომელიმე ფეხბურთელის ან ჩავის მეშვეობით აცნობოს. 

ამასთან, თუ არგენტინელი ლეგენდა დაბრუნდება, მან შედარებით მცირე როლი უნდა მიიღოს, რადგან "ლა პულგას" წასვლის შემდეგ გუნდში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. 

"ბარსელონამ" იცის, რომ ფინანსურად მესისთვის ბრძოლა არ შეუძლია. კლუბი ირწმუნება, რომ ლეოს დაბრუნება მისივე სურვილზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არგენტინელს ხელფასის შემცირებაც მოუწევს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #10 27 მარტი 2023 17:47
    0
    M10 S9 D11, და მესი ზამენაზე დასაჯდომად გადმოვა ბარსელონაში
    ფანი [?]
    #9 27 მარტი 2023 04:11
    1
    M10 S9 D11, ჯერ მოვიდეს?მერე ნახე შენ ლევადოვსკის გოლები.რის სკამზე დასვავს?მესის დასვამს სკამზე ზამენისთვის და ტორესის და რაფინიას ძირითადდი დააყენებს?თუ ძმახარ ბიძი
    გულშემატკივარი [?]
    #8 27 მარტი 2023 00:16
    2
    ამის წარდგენა მსოფლიოს თასით კამპ ნოუზე რა მაგარი სანახაობა იქნებოდა…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 მარტი 2023 23:51
    5
    მცირე როლი და ნაკლები სათამაშო დრო ეგ უ უკვე ლაპორტას არ ეხება და იმ ხავის დედა ვატირე მესის რო ზამენაზე დასვავს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 26 მარტი 2023 22:12
    3
    საბავშვო ბაღს მაგონებს. მესსი თვითონ არ წასულა, ლაპორტამ გაამსევრა. რომ არ ჰქონდეს სურვილი, დიდი ხანია დახურავდა თემას. ლაპორტას ეშინია, რომ წინადადებას გაუკეთებს და მესი უარს ეტყვის. მაშინაც ასე თქვა, რომ მესსიმ უფასოდ თამაშის სურვილი არ გამოთქვაო. ამ დროს ძალიან კარგად ესმის, რომ ლეომ იცის კლუბის მდგომარეობა და რომ ამხელა თანხას კლუბი ვერ გადაუხდის. და თუ მოვა, თავისთავად სიმბოლური ხელფასი ექნება. სამაგიეროდ გახდება მუდმივი გმირი.
    ლეო ბარსას როგორც ასეთი შეიძლება ეხლა არ სჭირდება ჩავის სქემაში, მაგრამ რომ მოვიდეს ზიანს ნამდვილად არ მიაყენებს. კარიერის ბოლო წლები გულიანად ითამაშებს და ლევანდოვსკისაც ეყოლება პასების მიმცემი, თორემ ბოლო დროა ტყუილად დარბის. თვითონ მესსი არ არის, რომ დაიწყოს და დაამთავროს და მიმწოდებელი კიდევ არ ჰყავს. საჯარომოს დამრტყმელი და გოლის გამტანი მაინც გვეყოლება
    ასევე ძალიან დიდი შემოსავალს მოუტანს გუნდს, როგორც რეკლამის თვალსაზრისით, ასევე მაისურების გაყიდვის და სპონსორების მოზიდვის თვალსაზრისით, პრინციპში როგორც ყოველთვის იყო.
    რაც შეეხება მესის მცირე როლს, ლეო ამპარტავანი და ცხვირაწეული არასოდეს ყოფილა. მოკრძალებული და მეგობრული ადამიანია. ყველასთან მოძებნის საერთო ენას. არ არის აუცილებელი ყველა უყვარდეს ან პირიქით. მთავარია მოედანზე და გასახდელში ერთსულოვნება სუფევდეს და მესსის ამის უნარი გააჩნია, უკვე ვნახეთ მუნდიალზე. გრიზმანთანაც კი მოძებნა საერთო ენა, რომელსაც ორგანულად ვერ იტანდა.
    ხოლო რაც შეეხება ახალ ლიდერებს და პატივისცემას, ყველამ კარგად იცის ვინ არის ლეო მესსი.
    დროზე შეხვდნენ, ილაპარაკონ და გადაწყვიტონ, ან ასე ან ისე, თორემ ესეთი დროის გაჭიმვა ერთხელ უკვე ვნახეთ.
    ერთხელაც იქნება გადაწყვიტავს ლაპორტა მესსის დაბრუნებას, მაგრამ შეიძლება დააგვიანოს 18 წამით.
    და რაც მთავარია ჩავი არის ყველაზე ცუდ დღეში. სეზონი დასრულების პირასაა და ამ კაცმა ჯერ არ იცის რაზე და ვიზე ააწყოს შემდეგი წლის გეგმები. რა ბრალი აქვს ჩავის და ეხლანდელ გუნდს იმაში, რომ კლუბის ხელმძრვანელობაში ამდენი იდიოტი იყო გაერთიანებული, რომლებმაც ძირამდე მოთხარეს ამხელა კლუბი....
    ფანი [?]
    #5 26 მარტი 2023 21:48
    3
    არადა ბარსას უფრო სჭირდება მესი ვიდრე პირიქით😂
    ეს ის პონტია, ვერ მოიყვანენ და მერე ისევ მესის შეტენიან ის არ დაგვთანხმდა ამ პირობებზეო 😉
    ფანი [?]
    #4 26 მარტი 2023 20:58
    6
    მესიზე მეტი ლიდერი ვინ იქნება ძაან მაინტერესებს, ფატი?
    ფანი [?]
    #3 26 მარტი 2023 20:03
    3
    ციტატა: nika 54
    ამასთან, თუ არგენტინელი ლეგენდა დაბრუნდება, მან შედარებით მცირე როლი უნდა მიიღოს, რადგან "ლა პულგას" წასვლის შემდეგ გუნდში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ.
    ლაპორტა ხუმრობს? მესი დემბელეს და რაფინიას ვერ ამოაგდებს თუ რა ჰგონია. ახალი ლიდერები ვინ არიან ის ხო არა ფერანა რო ჰქვია და Yვერანას რო ეძახიან? თუ ლეოს მაისურით რო ცოდვილობს ტრამვას გადაყოლილი?

    ის იგულისხმება რო მესიზე ჩამოკიდებული 10 კაცი არ ირბენს მინდორზე, როგორც 2017-21ში ხდებოდა. სწორიცაა ეგ მიდგომა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 მარტი 2023 18:38
    3
    ამასთან, თუ არგენტინელი ლეგენდა დაბრუნდება, მან შედარებით მცირე როლი უნდა მიიღოს, რადგან "ლა პულგას" წასვლის შემდეგ გუნდში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ.
    ლაპორტა ხუმრობს? მესი დემბელეს და რაფინიას ვერ ამოაგდებს თუ რა ჰგონია. ახალი ლიდერები ვინ არიან ის ხო არა ფერანა რო ჰქვია და Yვერანას რო ეძახიან? თუ ლეოს მაისურით რო ცოდვილობს ტრამვას გადაყოლილი?
    ფანი [?]
    #1 26 მარტი 2023 15:56
    3
    ჯერ ჯობს გავის და არაუხოს კონტრაქტებს მიხედოს ლაპორტამ, ხოდა ეგ პრობლემა თუ მოგვარდა მერე იფიქროს ტრანსფერებზე