ბარსელონელთა დღევანდელი სანაკრებო შედეგები

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს ორმა "ბარსელონელმა" ითამაშა.
რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1-3 წააგო. "ბარსას" ცხრიანმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ არ გაუტანია.
სამაგიეროდ, წარმატებული დღე გამოდგა ჟიულ კუნდესთვის - საფრანგეთმა ნიდერლანდები 4-0 გაანადგურა. "ბარსელონას" მცველმა სრული მატჩი ჩაატარა და სოლიდურად გამოიყურებოდა.
ხვალ საქმეში ესპანეთი ჩაერთვება და ნორვეგიას დაუპირისპირდება. "ფურია როხას" რიგებში გავი და ალეხანდრო ბალდე იმყოფებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]