ანდრეას კრისტენსენის შეცვლის 5 კანდიდატი

ანდრეას კრისტენსენის შეცვლის 5 კანდიდატი

გუშინ, დანიასა და ფინეთს შორის გამართულ მატჩში ანდრეას კრისტენსენმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, დიდი ალბათობით, 3-4 კვირა გაუცდება. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "რეალ მადრიდთან" შეხვედრაში, დანიელის შეცვლის ყველაზე დიდი შანსი მარკოს ალონსოს აქვს. ამ უკანასკნელმა კოპა დელ რეის ნახევარფინალში გამართულ "ელ კლასიკოში" შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ფაქტია, რომ ჩავი დიდ მატჩებში მას ხშირად იყენებს. 

მეორე ვარიანტი სერჟი რობერტოს მარჯვენა მცველად დაყენება და დაცვის ცენტრის რონალდ არაუხო-ჟიულ კუნდეს დუეტით გამაგრებაა.

კრისტენსენის პირდაპირი შემცვლელი ერიკ გარსიაა, მაგრამ აშკარაა, რომ ჩავი მას არ ენდობა და ნაკლებად მოსალოდნელია, ის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში დააყენოს.

ასევე შესაძლებელია "ბარსა ატლეტიკიდან" შადი რიადის დაწინაურება. 19 წლის მცველი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და უკვე მაროკოს ნაკრებშიც გამოიძახეს. გასულ წლის ნოემბერში მან "ბარსელონას" პირველ გუნდშიც ითამაშა.

ყველაზე არასავარაუდო ვარიანტი ფრენკი დე იონგის დაცვაში დაწევაა. ნიდერლანდელს აღნიშნულ პოზიციაზე უთამაშია, მაგრამ ის გუნდის ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი წევრია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #12 26 მარტი 2023 11:54
    0
    იმედია ფრენკი და არაუხო იქნებიან თორე ვეღარ გადავრჩებით. ალონსო ნელია თორე გარსიას ჯობს. ის ძაან იდიოტია როდის რას იკადრებს ჩორტ იო ზნაეტ.
    Culé [?]
    #11 25 მარტი 2023 23:32
    0
    ალონსო საუკეთესო ვარიანტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 მარტი 2023 15:55
    0
    ალბათ მაინც ალონსო, ფრენკი კი საიდან მოიტანეთ ტრავმირებული არაა?
    ფანი [?]
    #9 25 მარტი 2023 14:09
    0
    დეიონგი თავადაა ტრანვირრბული
    Culé [?]
    #8 25 მარტი 2023 11:47
    0
    ალონსოს ვარიანტი რეალურია ყველაზე მეტად და ამ ეტაპზე ჯობსკიდეც
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #7 25 მარტი 2023 02:49
    0
    რობარტო მარჯვენა დამცველი აბსურდია, ვინისიუსი ბალახზე ახოხიალებს....
    ალონსო რეალური ვარიანტია....
    ფრენკი დე იონგი ტრიბუნაზე იჯდება და სწორედ აქ გვაქვს ყველაზე დიდი თავსატეხი.
    ტერ სტეგენი
    ალბა-ალონსო-კუნდე-არაუხო
    ბალდე-გავი- ბუსკეტსი-კესიე
    ლევანდოვსკი-რაფინია
    ასე ვფიქრობ მე, იმ გათვლით, რეალი შემტევ თამაშს ითამაშებს და დაცვაში მეტი ხალხი გვეყოლება, ხოლო შეტევაში ბალდე და ალბა შენაცვლებით მიეხმარებიან ფორვარდებს.
    ძალიან რთული საკითხია ეს......
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 მარტი 2023 00:25
    1
    ჩვენი ნესტა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 მარტი 2023 23:24
    2
    რაის რობერტო ცხოვრებას შეაზიზღებს მაგას ვინიციუსი. არაუხო უნდა იდგეს მარჯვნივ ერთადერთია ჩვენ გუნდში ვისაც მაგის გაჩერება შეუძლია
    Culé [?]
    #4 24 მარტი 2023 23:08
    3
    ამას ასე თუ ისე გადააგორებს ალონსო, მაგრამ დეიონგი არაუხოს არყოფნა და რობერტოს ფლანგზე დგომა, ფაქტიურად ელექტრო სკამის განაჩენია :|
    ფანი [?]
    #3 24 მარტი 2023 22:58
    3
    კლასიკოში ალონსი უნდა დადგეს და დანარჩენ დამაშებში სხვების ცდაც შეიძლება კრისტენსენი კიდე არაა იმენად დიდი პრობკემა, მთავარია დე იონგი იყოს და არაუხოც
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 მარტი 2023 22:34
    2
    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა უნდა დააყენოს აუცილებლად. დღეს ვილოცოთ რომ კუნდეც არ დაიმტვრეს

    ლევანდოვსკი
    გავი-რობერტო-რაფინია
    დე იონგი-ბუსკეცი
    ბალდე-ალონსო-კუნდე-არაუხო
    ტერ შტეგენი

    დე იონგი დაიმტვრა და შეიძლებ გამოტოვოს კლასიკო
    სულ გააგიჟებს ხავი რებას ეხლაც ეო მოიგოს.ფრწნკი დემბელე პედრი კრისი ნახევარი გუნდი არ გვყავს😂ნიჩია მგონია ეს კლასიკო დროა უკვე ნიჩიის ჩვენ გვაწყობს კაცო არაა ორობლემა🙃
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 მარტი 2023 22:17
    3
    🗣️ ჟოან ლაპორტა: “მესიმ კარგად იცის, რომ ბარსელონაში მისთვის კარი სულ ღიაა. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულში, როგორმე გზა უნდა მოვძებნო ჩვენ შორის ურთიერთობის დასალაგებლად”.

    #POSTVტრანსფერები