კამინეროს მოულოდნელი ვიზიტი

კამინეროს მოულოდნელი ვიზიტი

 

როგორც კატალონიური სპორტული გამოცემა "სპორტი" გვამცნობს, ხუთშაბათს კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლებს "ატლეტიკო მადრიდის" სპორტული დირექტორი, ხოსე ლუის პერეს კამინერო შეხვდა. მხარეებმა კეიტას, კუნ აგეროსა და რამდენიმე კანტეროელის მომავალზე ისაუბრეს...

 

"სპორტის" ცნობით, "ატლეტიკო მადრიდი" სერიოზულ ინტერესებს იჩენს მალელი სეიდუ კეიტას მიმართ. მის გარდა კამინერომ ტიაგოს, ბოიანის და ჯონათან სორიანოს მიმართაც არ დამალა კლუბის ინტერესები და კატალონიელებს მათი მომავალი კარიერის შესახებაც გაესაუბრა. "ბარსას" ამ ფეხბურთელებთან ერთად კი შეხვედრაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის გვარი გახლდათ აქტუალური – კუნ აგერო. თუმცა, მისი ფასის გამო, სავარაუდოა, რომ "ბარსას" მისი ყიდვის სურვილი დაეკარგოს. გავრცელებული ხმების თანახმად, არგენტინელის ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.