გავი პირველი გუნდის წევრი აღარაა

რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ გავის "ბარსელონას" პირველ გუნდში რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ახლა კი ეს ლა ლიგის ოფიციალურ საიტზეც აისახა - 18 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდის წევრებს შორის აღარ წერია.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, გავი კვლავ სარეზერვო გუნდის წევრი იქნება და სეზონის ბოლომდე 30-ნომრიან მაისურს დაუბრუნდება. 30 ივნისის შემდეგ კი გუნდს სახელფასო ხარჯების შემცირებასა და ახალგაზრდა ნახევარმცველის კონტრაქტის დარეგისტრირებაზე მუშაობა მოუწევს.
Gavi no longer appears as a first team player on La Liga's website. ❌ pic.twitter.com/M9Grpai24Y
— Barça Buzz (@Barca_Buzz) March 24, 2023
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]