ბარსელონას ულტიმატუმი ჟორდი ალბას

თუ ჟორდი ალბას კონტრაქტის გათვალისწინებული ბოლო სეზონის "ბარსელონაში" ჩატარება სურს, მსხვერპლზე წასვლა მოუწევს.
AS-ის ინფორმაციით, "ბარსა" 34 წლის ფეხბურთელს ულტიმატუმს უყენებს - ესპანელმა ხელფასი უნდა შეიმციროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი მას ტრანსფერზე დააყენებს.
წყაროს ცნობით, ალბა მომდევნო სეზონიდან "ბარსელონას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნება, რადგან მისი კონტრაქტი 2024 წელს იწურება, კლუბს კი პანდემიის დროს გადავადებული ხელფასი ჯერ კიდევ არ გადაუხდია. ასეთი ფინანსური მდგომარეობა კატალონიელებს სატრანსფერო ფანჯარაზე მანევრირების საშუალებას არ აძლევს - კლუბმა სახელფასო ფონდი 200 მილიონით უნდა შეამციროს - ამ საქმეში კი ალბასთვის ანაზღაურების დაკლება მნიშვნელოვანი იქნება.
"ბარსელონა" მოელის, რომ ალბა არსებულ მდგომარეობას გაიგებს და კლუბს დაეხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში "ბარსა" კონტრაქტის გაწყვეტასაც არ გამორიცხავს.
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა, ალბას შემდეგ, ხელფასის შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს ფრენკი დე იონგთან და მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან გამართავს, თუმცა მათ მიმართ უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, ვინაიდან ისინი ჩავის გუნდის საკვანძო ნაწილები არიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]