ბარსელონა კრისტენსენის თაობაზე პესიმისტურადაა განწყობილი

ანდრეას კრისტენსენმა დანიასა და ფინეთს შორის გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი მე-18 წუთზე დატოვა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დანიის ნაკრების სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული თავდაპირველი ტესტების შემდეგ, "ბარსელონაში" პესიმისტურად არიან განწყობილნი.
ხვალ კრისტენსენი კატალონიის დედაქალაქში დაბრუნდება და დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა ტრავმის სიმძიმე გაირკვეს.
AS-ის ცნობით, ანდრეასს 3-4 კვირა გაუცდება და კოპა დელ რეის ნახევარფინალში "რეალ მადრიდთან" მისი თამაში გამორიცხულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]