ხულიან არაუხო: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში ყოფნა შესანიშნავია

ხულიან არაუხო: მსოფლიოს საუკეთესო ქალაქში ყოფნა შესანიშნავია

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ხულიან არაუხომ ESPN-თან ისაუბრა:

აქ ყოფნა წარმოუდგენელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, საიდან ვარ. ლომპოკი შეუმჩნეველი ქალაქია, სადაც ბავშვებს ბევრი შესაძლებლობა არ აქვთ.

ბავშვობაში, დიდი გუნდში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. მსოფლიოს უდიდესი ქალაქში ყოფნა შესანიშნავია.

რაფა მარკესი ბრწყინვალედ მექცევა. ის რჩევებს მაძლევს და მეუბნება, რისი გაუმჯობესება შემიძლია. 
ვცდილობ, ჟორდი ალბას მივბაძო. ის ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. ჟორდის ბრწყინვალე კარიერა აქვს და შევეცდები, ყველაფერზე ვკითხო.
იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ჩემი ტრანსფერი 18 წამით დაგვიანდა და არაფრის გაკეთება შემეძლო. კარიერის განმავლობაში ვისწავლე, რომ ის უნდა მართო, რისი კონტროლიც შეგიძლია.
ადაპტაცია რთული არაა, მაგრამ როცა თანაგუნდელები სწრაფად საუბრობენ, ზოგჯერ კატალონიურ სიტყვებსაც ურევენ და ამ დროს მათ უცნაურად ვუყურებ [იცინის].
პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში ბრწყინვალეა. ყველაფრისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო.
პირველ შეხებაში უნდა მოვუმატო. ასევე, უნდა ვიცოდე, ჩემს უკან რა ხდება და კარგ პოზიციაში ვიყო. ბევრი რამ სასწავლი მაქვს.

"ბარსელონამ" ხულიან არაუხო იანვარში, "ლოს ანჯელეს გელექსიდან" შეიძინა. დოკუმენტების 18 წამით დაგვიანებით გადაგზავნის გამო, მას თამაშის უფლება მომავალ სეზონამდე არ ექნება. 

ამჟამად, ახალგაზრდა მარჯვენა მცველი "ბარსა ატლეტიკთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა პირველ გუნდშიც არაერთხელ ივარჯიშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 24 მარტი 2023 14:59
    0
    Imedia gaqachavs da desti ar daemarteba.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 მარტი 2023 03:46
    2
    ალვესის წყევლა თუ ამან მოხსნა და საღოლ. ისე თვითონაც ამბობს და აშკარაა, რომ ბევრი მუშაობა მოუწევს. იმედია გამოითლება ამისგან ბარსას დონის ფეხბურთელი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 მარტი 2023 01:39
    0
    ფიზიკა და სისწრაფე კი ბატონო რაც მახსოვს ცუდი ნამდვილად არ იყო მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ? :) აგერ თითონ ლაპარაკობს ბევრი რამ სასწავლი მაქვსო იმედია გამოგვადგება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 მარტი 2023 00:49
    0
    ის 18 წამი რო არ ყოფილიყო კიდევ საკითხავია ტებასი თუ დაგვირეგისტრირებდა. ეგ გნიდა.
    Culé [?]
    #4 23 მარტი 2023 23:36
    0
    დესტზე უარესი იქნება ასე მგონია
    ფანი [?]
    #3 23 მარტი 2023 23:21
    3
    გვყავს ერთი არაუხო ხომ სუპერ დაცვაა ახლა კიდევ მეორე არაუხო და ეგაა რა ჩინეთის გაუვალი კედელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 მარტი 2023 21:45
    4
    აუ ამის დიდი იმედი მაქვს და ღირს დიდი ფულის გადაგდება მეორე მარჯვენა მცველში?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 23 მარტი 2023 20:49
    4
    იმედია მარჯვენა მცველის პრობლემა მოგვიხსნის კაი ხნით