გასპარი: ”რეალს” მეორე შანსი უნდა მივცეთ”

გასპარი: ”რეალს” მეორე შანსი უნდა მივცეთ”

”ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან გასპარმა ისაუბრა ”რეალთან” სამომავლო თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ მათ მეორე შანსი უნდე მიეცეთ.

უპირველეს ყოვლისა გასპარმა აღნიშნა, რომ ნაწყენია მადრიდელთა თავდასხმების გამო: ”კარგად მესმის, თუ როგორ მოქმედებდა მადრიდი და ეს მოქმედებები მე ბინძური მგონია. მე პიკეს პოზიციას ვემხრობი: ”ბარსა” საკუთარი ფეხბურთის თამაშს აგრძელებს. ჩემი აზრით ამ საუბრების შესაჩერებლად მადრიდელებს უნდა ვუთხრათ: ეს თქვენი ბოლო შანსია შეწყვიტოთ მაქინაციები. მე მათთვის მეორე შანსის მიცემის მომხრე, მაგრამ თუკი ისინი ამ შანს ხელიდან გაუშვებენ კონფლიქტები სერიოზულ ჩხუბში გადაიზრდება”.

ასევე გასპარმა ”რეალის” სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა: ”მათი შენაძენები შთამბეჭდავია. მე ვფიქრობ, რომ გაისად პრიმერა ”რეალის” და ”ბარსას” ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაივლის. რომ არა მათი მხრიდან დადანაშაულებები გასულ სეზონში, ისინი ჩვენს წინაშე დღეს სპორტული ქცევის მაგალითები იქნებოდნენ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.