პატრიკ კლუივერტი ბარსელონას ორ თავდამსხმელს ურჩევს

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი პატრიკ კლუივერტი BarcaBlaugranes-თან ყოფილი კლუბის შესახებ საუბრობს და "ბარსას" სატრანსფერო რეკომენდაციებს აძლევს.
ფინანსური Fair Play გასათვალისწინებელია, მაგრამ თუ ვინმე უნდა შევარჩიო, ის აუცილებლად თავდამსხმელი იქნება, ვინაიდან ლევანდოვსკის გარდა კიდევ ერთი ცხრიანის ყოლაა საჭირო. გონსალუ რამოში ძალიან მომწონს. მან "ბენფიკასა" და პორტუგალიის ნაკრებში თავი გამოიჩინა და ვფიქრობ, "ბარსელონასთვის" ის საინტერესო ფეხბურთელი იქნება. "ბარსას" გასაძლიერებლად სწორედ თავდამსხმელი სჭირდება, დანარჩენი შემადგენლობა დაბალანსებულია.
კლუივერტმა გონსალუ რამოშის გარდა, რობერტო ფირმინოც შეაქო და აღნიშნა, რომ ჩავის გუნდს "ლივერპულის" შემტევიც მოერგება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]