ჟოან ლაპორტა ნეგრეირას საქმეზე აპრილის პირველ ნახევარში ისაუბრებს

ჟოან ლაპორტა ნეგრეირას საქმეზე აპრილის პირველ ნახევარში ისაუბრებს

"ნეგრეირას" საქმე ესპანურ პრესაში ყოველდღიური განხილვის საგანია. პროკურატურის პარალელურად, გამოძიებას თავად "ბარსელონაც" აწარმოებს. კატალონიური კლუბის მიერ დაქირავებული იურისტების ჯგუფი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტსა თუ განცხადებას იკვლევს და აანალიზებს, რაც მარტივი ამოცანა არაა, თუმცა "ბარსას" დეტალური ინფორმაციის შეგროვება სურს.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ჟოან ლაპორტასგან აღნიშნულ საქმეზე განმარტებებს ითხოვს, თუმცა "ბარსელონას" პრეზიდენტი დუმილს ინარჩუნებს, რაც აპრილის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლაპორტა აპრილის პირველ ან მეორე კვირაში პრესკონფერენციას გამართავს და "ნეგრეირას" საქმის დეტალებზე ისაუბრებს. კლუბს სურს, რომ მანამდე ყველანაირი ინფორმაცია შეისწავლოს, რათა პასუხი ნებისმიერ კითხვაზე ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად მედიაში მცირედი დეტალები ხდება ცნობილი, რომლებიც მხოლოდ "ბარსელონას" უდანაშაულობას ადასტურებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 მარტი 2023 18:10
    1
    ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ჟოან ლაპორტასგან აღნიშნულ საქმეზე განმარტებებს ითხოვს,
    ამის დედას რო კიდევ ერთხელ გადაუარა კატალონიამ, რატო ნეგრეირას არაფერს ეკითხება? ფულს რაში იღებდიო არ აინტერესებს? იქნებ გვძალავდა თუ არ გადაიხდით მსაჯები ცუდად იმსაჯებენ თქვენთვის-ო?