ბარსას გასახდელ ოთახში შესვლის გამო ჩელსის ობამეიანგთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, "ჩელსის" პიერ-ემერიკ ობამეიანგთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.
საქმე ისაა, რომ 19 მარტს, "ელ კლასიკოს" დასრულების შემდეგ, გაბონელი "ბარსას" გასახდელ ოთახში გამარჯვების აღსანიშნავად ჩავიდა, რაც ლონდონურ კლუბში არ მოეწონათ და მისი დაუყოვნებლივ გაშვება უნდათ.
"ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ ობამეიანგთან გადაღებული ფოტო ფერან ტორესმა გაავრცელა. ფოტოზე ჩანს, რომ ისინი გასახდელ ოთახში არიან და გამარჯვების აღნიშნავენ.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონას" ზაფხულში გაბონელის დაბრუნება სურს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]