ელ კლასიკოში დემბელეს თამაში ისევ საეჭვოა

მომდევნო "ელ კლასიკოს" "ბარსელონა" კვლავ დიდი დანაკლისით შეხვდება. პედრის გარდა გუნდს, სავარაუდოდ, ვერც უსმან დემბელე დაეხმარება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პედრის კიდევ დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 აპრილს "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ ესპანეთის თასზე მისი თამაში გამორიცხულია.
Relevo-ს ინფორმაციით დამაიმედებელი ცნობები არც უსმან დემბელეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვრცელდება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფრანგი შემტევის გამოჯანმრთელებას დრო კიდევ ჭირდება და "ელ კლასიკოში" მისი მოედანზე ხილვა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]