რა უთხრა ვინისიუსმა არაუხოს ავტოგოლის შემდეგ?

რა უთხრა ვინისიუსმა არაუხოს ავტოგოლის შემდეგ?

"ბარსელონამ" 19 მარტს "რეალ მადრიდი" "კამპ ნოუზე" 2-1 დაამარცხა. 

აღნიშნულ მატჩში ანგარიში მადრიდელებმა გახსნეს - ვინისიუს ჟუნიორის ჩაწოდების შემდეგ რონალდ არაუხომ ბურთს თავი ცუდად მოარტყა და საკუთარ კარში გაიტანა.

ამ მომენტიდან რამდენიმე წამში ვინისიუს ჟუნიორი ურუგვაელთან მივიდა და რაღაც უთხრა.

როგორც Fútbol en Movistar Plus+ იტყობინება, ბრაზილიელმა რონალდ არაუხო შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: "ეს უბრალოდ უიღბლობა იყო."

გავრცელებული ცნობებით, მოედანზე მეტოქეობის მიუხედავად, ვინისიუსსა და არაუხოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ურუგვაელმა მას დაბადების დღეც მიულოცა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #6 23 მარტი 2023 08:45
    3
    ბარსამ იბრძოლა ბოლომდე. როდის გახსოვთ ერთ თამაშში პირველის ტაიმის ბოლოს გათანაბრება და მატჩის ბოლოს გამარჯვების გოლი? მე პირადად არ მახსენდება… ეს აკლდა ბარსელონას ძალიან
    გულშემატკივარი [?]
    #5 23 მარტი 2023 00:20
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    არაუხოს სცემს პატივს

    როგოეც ვიცი არაუხოც იგივენაირადაა განწყობილი და არანაირი აგრესია.რაც კლასიკოებში ხდებოდა მაურინიოს დროს რავიცი მსგავსი არც იქნება მგონი მაგრამ ინტერვიუებში ისე საიბრობდნენ ერთმანეთზე ფეხბურთელები თითქოს თანაგუნდელები იყვნენ შეხვედრისასაც ისე ჩაეხუტებიდნენ ნაკრებში ან თამაშის წინ გეგონებოდა არაფერი მომხდარა ან არც აპირებენო😀პატივისცემა ყველაფერზე მაღლა დგას
    ცოტახნით აიჭრა ჩვენი ლომი ავტოგოლის შემდეგ მაგრამ მერე მალევე მოვიდა გონს ნუ რობერტოს გოლმა უფრო მოიყვანა ხასიათზე თან გასახდელში რო გააყოლეს ეგ ორმაგი მუხტი იყო არაუხოსთვის პირველ რიგში და მერე დანარჩენებისთვია🙃
    ფანი [?]
    #4 22 მარტი 2023 21:41
    3
    ციტატა: GelaD8
    რას ლაპარკო ვინი? ესეთი პატივისცემა? უბრალოდ მთელი მადრიდი აფერისტების და სანაგვეთის გუნდია..რეალი და მეტოქის პატივისცემა ერთად ვერ იქნება...ყველა არასპორტული მეთოდებით სულ ფონს გასვლა..უიღბლობა თუ იყო გოლის აღნიშვნის დროს რეალის გერბზე მითითება და პროვოკაციული აღნიშნა რა იყო ნეტა? როცა პროვოცირებ ნებისმიერი მოქმედებით აქ პატივისცემაზე არ უნდა ლაპარაკობდე

    არაუხოს სცემს პატივს. არაა აუცილებელი მთელ კლუბს და მის გულშემატკივარსაც სცემდეს პატივს
    Culé [?]
    #3 22 მარტი 2023 20:19
    2
    რას ლაპარკო ვინი? ესეთი პატივისცემა? უბრალოდ მთელი მადრიდი აფერისტების და სანაგვეთის გუნდია..რეალი და მეტოქის პატივისცემა ერთად ვერ იქნება...ყველა არასპორტული მეთოდებით სულ ფონს გასვლა..უიღბლობა თუ იყო გოლის აღნიშვნის დროს რეალის გერბზე მითითება და პროვოკაციული აღნიშნა რა იყო ნეტა? როცა პროვოცირებ ნებისმიერი მოქმედებით აქ პატივისცემაზე არ უნდა ლაპარაკობდე
    Culé [?]
    #2 22 მარტი 2023 20:06
    9
    მეტოქის და ერთმანეთის პატივისცემა ყველა სპორტზე და ყველა პროფესიაზე მაღლა დგას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 მარტი 2023 19:10
    9
    რა თქმა უნდა უიღბლობა იყო, აბა შენ როდის იყო კარში ასე ზუსტად ახვევდი ბურთს.