ობამეიანგი, შესაძლოა, ბარსელონაში უფასოდ დაბრუნდეს

ობამეიანგი, შესაძლოა, ბარსელონაში უფასოდ დაბრუნდეს

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შესაძლოა, კატალონიურ კლუბში უფასოდ დაბრუნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.

გამოცდილი გაბონელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" 2022 წლის იანვარში უფასოდ გადმოვიდა მას შემდეგ, რაც მან "არსენალთან" კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა. 33 წლის შემტევმა "ბლაუგრანას" მაისურით 24 თამაში ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და გულშემატკივრების დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ცნობილია, რომ ჩავის ობამეიანგის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მისი გაზრდილი ხელფასისა და "ჩელსისგან" მიღებული 12-მილიონიანი შეთავაზების გამო "ბარსელონამ" ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

პიერ-ემერიკს "ლურჯებში" კარიერა არ აეწყო და Sport იტყობინება, რომ ლონდონელები მზად არიან, მასთან ზაფხულში კონტრაქტი გაწყვიტონ.

თუ ობამეიანგი თავისუფალი აგენტი გახდება, "ბარსელონა" მის უფასოდ კიდევ ერთხელ დამატებაზე იზრუნებს, მაგრამ კატალონიელებს მიზნის მიღწევაში ხელი, შესაძლოა, ფინანსურმა რეგულაციებმა და სახელფასო ლიმიტმა შეუშალოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 22 მარტი 2023 19:27
    1
    მოკლედ ამ ფინანსურმა რეგულაციებმა და სახელფასო ლიმიტმა პლიუს ტებასმა მოგვისპეს ყველაფერი.
    გვეშველება რამე?
    წევრი [?]
    #8 22 მარტი 2023 17:34
    0
    კარგად დაიყწო არადა ცუდია გაყიდვა რო მოუწიათ მაგარამ ამაზე ფიქრი აღარ შეიძლება ასაკშია უკვე და ფორმისანაც ამოვარდა. აზრი აღარ აქვს ამის დაბრუნებას. ბარსას პრიორიტეტი ამ მომენტში წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა და ისეთების გაყიდვა რომლებსაც მომავალი არ აქვთ ამ მომენტში.სანამ გარსიებს და ტორესებს არ მოიშორებს გუნდი არამგონია განსაკუთრებული ტრანსფერები იყოს რამე. ლაპროტას და ხავის მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად პროგრესირდა გუნდი. სამწუხაროდ ერთიანად რთულია მაღალ საფეხურზე დაბრუნება მაგრამ დრო ბევრია და ხავიმ უნსა გამოიყენოს ეს დრო კარგად.
    გულშემატკივარი [?]
    #7 22 მარტი 2023 17:00
    0
    პირველ რიგში ალვარესის იჯარაზე იზრუნონ ეგ ბიჭი ჰოლანდის ზამენა არ იქნება და არ წაგვართვან ჯობია მივაწვეთ დაბალ ხელფასზეც არ იტყვის უარს გაზრდის პერსპექტივით😀მერე შეიძლება ობაზე ფიქრი თუ არ გამოვა.ისევ ასაკიანი თუ მოვიყვანეთ შემდეგ წელს ვინ მოიცდის რომელი ახალგაზრდა?სანამ ჩვენ ბებრებს დავსდევთ ახალგაზრდებს ყიდულობს სხვა გუნდები და თუა იჯარა შესაძლებელი ალვარესზე იჩალიჩობ თორე წავა სხვაგან ეგ ბიჭი და შეგვრჩება ეზალზული😀
    Culé [?]
    #6 22 მარტი 2023 15:20
    2
    ეს თავიდანვე არ უნდა გაეშვათ... ერთი წელი არაფერი გაუკეთებია, დიდი ალბათობით ფორმაში არ იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 მარტი 2023 14:49
    2
    ობა კულეა, ობა ჩვენიანია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 22 მარტი 2023 14:44
    2
    ობამა ბარსაში, მივესალმები და ძაან მაგარია!
    ფანი [?]
    #3 22 მარტი 2023 14:06
    1
    ლევანა და ეს ეერთად რო გადაახევენ ბურთს რეალს, ობას კლასიკოებზე თავბრო დაეხვევა მაგდენი სალტოთი იმდენს შეყრის ეგ დ ალევანააა
    ფანი [?]
    #2 22 მარტი 2023 13:33
    4
    უნდა დააბრუნონ,რაფინია გაყიდონ 50 ლიმონად კი გაიყიდება და ეს უფასოდ 10000 ჯერ ჯობს იმ პატენტ ბრაზილიელს.
    ობა კიდე რატომღაც მგონია რო ნაკლებ ხელფასსს დათანხმდება
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 მარტი 2023 11:50
    4
    დააბრუნეთ ობამა