კასილასი: "მოიგო "ბარსამ", ესე იგი, მოიგო ფეხბურთმა"

კასილასი: "მოიგო "ბარსამ", ესე იგი, მოიგო ფეხბურთმა"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილიასმა, ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, სადაც კატალონიელებმა 3:1 დაამარცხეს "მანჩესტერ იუნაიტედი". იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "ას".

 

 – კითხვას გისვამთ როგორც მადრიდისტას, შესაძელებელია უგულშემატკივრო "რეალს" და მოგწონდეს "ბარსელონას" საფეხბურთო სტილი?

 

 – მნიშნველობა არ აქვს რომელ გუნდს გულშემატკივრობ. ჩემი გუნდი ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ არანაირი მიზეზი არ მქონია რომელიმე კლუბის ანტიპატიისა. ჩვენ სეზონი მშვენივრად ჩავატარეთ და მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად გამოვიყურებოდით. ერთ მაგალითს მოვიყვან, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ბრწყინვალე იყო, თუმცა კარგი თამაშის მიუხედავად, დამარცხდა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან. როგორც არ უნდა იყოს, "ბარსელონამ" მოიგო და გამოდის, რომ უკეთესად ითამაშა. მათ მოიპოვეს მეოთხე ჩემპიონთა თასი, რაც ისტორიას შემორჩება.

 

 – თქვენ ფინალში ფეხბურთს ქომაგობდით. რას იტყვით, მოიგო ფეხბურთმა?

 

 – დიახ, მოიგო "ბარსელონამ" და შესაბამისად მოიგო ფეხბურთმაც. მე მსურდა სანახაობრივი მატჩის ცქერა, თუმცა ეს რაღაც შესანიშნავი იყო. ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდი ერთმანეთს უპირისპირდებოდა, ინგლისისა და ესპანეთის ჩემპიონი. "ბარსელონა" აკონტროლებდა ბურთს, ქმნიდა უფრო მეტ მომენტს და შესაბამისად მეტი გოლიც გაიტანა. სწორედ ეს არის მთავარი. ვულოცავ მათ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.