მესი, ვილია, პედრო – გამანადგურებელი ტრიო

მესი, ვილია, პედრო – გამანადგურებელი ტრიო

შემტევმა ტრიომ, "მვპ"–მ (მესი, ვილია, პედრო), გაიტანა გოლების 62% ამ სეზონში. ერთად მათ გაიტანეს 98 გოლი 62 ოფიციალურ შეხვედრაში, რაც საშუალოდ 1.58 გოლს უდრის მატჩში.

 

მესი, ვილია და პედრო "ბარსელონას" მთავარი დამრტყმელი ძალები იყვნენ წელს. მათ უკან ჩამოიტოვეს ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც არიან იბრაჰიმოვიჩი, ეტო'ო და ანრი. როგორც არ უნდა იყოს, ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა მხოლოდ მადლიერება დაიმსახურეს ფანების მხრიდან იმ წვლილისთვის, რაც "ბარსელონას" განვითარებაში შეიტანეს.

 

მოხსნილი რეკორდი

 

მესიმ, ვილიამ და პედრო გაიტანეს იმაზე მეტი გოლი, ვიდრე ყოფილმა თავდამსხმელთა ტრიომ. დავიდ ვილია წელს შეუერთდა "ბარსელონას" და შეცვალა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაც ძალიან კარგად გამოუვიდა და ბევრად პროდუქტიული იყო, ვიდრე შვედი. წინა წელს თავდამსხმელებმა 93 გოლი შეგადეს, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 5–ით გაიზარდა. მატჩში საშუალო მაჩვენებელი 1.57 ჰქონდათ, "მვპ"–ს კი 1.58.

 

2 გოლი 100–მდე (2008/09 წლების სეზონი)

 

ერთადერთი ტრიო, რომელიც მხოლოდ ორი გოლთ უსწრებს "მვპ"–ს არის – ანრი, ეტო'ო, მესი. ტრიპლეტის სეზონში მათ მოახერხეს და გაიტანეს 100 გოლი, რაც საშუალოდ 1.61 გოლია მატჩში.

 

ფეხბურთელი  ლა ლიგა  ჩემპიონთა ლიგა  სამეფო თასი  სუპერ–თასი  სულ 
მესი 31 12 7 3 53
ვილია 18 4 4 0 26
პედრო 13 5 4 0 22

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.