რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს

რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს

რონალდ არაუხომ "რეალ მადრიდთან" თამაში დისკომფორტით დაასრულა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა მატჩის მიმდინარეობისას ორივე მომზიდველ კუნთზე ტკივილი იგრძნო, თუმცა შეხვედრა მაინც ბოლომდე დაასრულა. მატჩის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ფეხბურთელს კუნთებზე ყინული უდევს.

წყაროს ცნობით, არაუხო დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც Cadena Ser-ის ჟურნალისტი ადრია ალბეტსი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელის დაზიანება სერიოზული არაა, მას ტრავმა არ აქვს და დისკომფორტის მიზეზი გადაღლილობაა. არაუხო დასვენების მიზნით ბარსელონაში დარჩება და ურუგვაის ნაკრებს არ შეუერთდება, რომელიც მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

განახლება: AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, რონალდ არაუხო 2-3 კვირას გამოტოვებს, თუმცა 5 აპრილს კოპა დელ რეის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ მისი მონაწილეობა საფრთხის ქვეშ არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 20 მარტი 2023 21:03
    0
    ჯობს რეალის ეინააღნდეგ დაბრუნდეს და იქამდე არ გარისკონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 20 მარტი 2023 20:00
    1
    რეალთან უსიკვდილოთ უნდა იყოს, ეხლა კლასიკოებზე ისეთ პალასაზე ვართ წაგების გაგონებაც არ მინდა. მესის დროინდელი ბარსა გამახსენდა.
    ფანი [?]
    #10 20 მარტი 2023 17:55
    1
    კლასიკოზე ჯანზე უნდა იყოსს, მშვიდად, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ფინალში
    Culé [?]
    #9 20 მარტი 2023 17:16
    1
    კარვახალის ოჯახში რომ ირბინეს ტიტველმა უმტიტიმ და ბალოტელიმ წყვილ წყვილად პირველ ტაიმში როგორ გადარჩა საერთოდ?! მე მეგონა საერთოდ მოედანს დატოვებდა არაუხო მაგრამ თამაში გააგრძელა დისკომფორტი ჰქონდა აშკარად მთელი თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 მარტი 2023 16:48
    2
    გუშინ წააგო რეალმა, ბაიერნმა, პსჟ-მ. ინტერის და მილანის წაგებებზე არაფერს ვამბობ.
    მოკლედ, ცუდი დღე ქონდათ ბიჭებს. smile
    Culé [?]
    #7 20 მარტი 2023 16:28
    1
    ჯობია ელჩესთან დაასვენონ და არ ათამაშონ და ელკლასიკოში იქნება არაუხო ჩვეულებრივად ფორმაში ჯანზე და ტრამვის რისკი, რეციდივი არ ექნება. ტრამვასაც მოიშუშებს თუ აქვს მაქამდე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 მარტი 2023 15:27
    2
    ციტატა: jo va ni
    ვითომ ტრავმა, ნაკრებში რომ არ წავიდეს მაგიტო შეთხზეს სავარაუდოდ.

    ყინულებიც იმიტომ დაიდო, რომ იქ ურუგვაიში ენახათ და უფრო სარწმუნო ყოფილიყო, არა? laughing
    ყველაფერს ეჭვის თვალით რატომ უყურებთ. თამაშშიც ეტყობოდა, რომ დისკომფორტი ქონდა, თუ ისიც გაითამაშა?!
    Culé [?]
    #5 20 მარტი 2023 14:58
    6
    უეჭველი ვიცოდი რაღაც დისკომფორტი რო ქონდა. მეორე ტაიმის რამდენიმე მომენტში რეალის ნახევარდაცვა რო გაუყოლებდა ბურთს ვინი ჯაბნიდა სიჩქარეში. 100%-ით ჯანმრთელი არაუხო გაასწრებდა კიარა კრუგებს დაარტყამდა ვინისიუსის გარშემო და ისე წაართმევდა ბურთს :დ
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #4 20 მარტი 2023 14:58
    4
    ვითომ ტრავმა, ნაკრებში რომ არ წავიდეს მაგიტო შეთხზეს სავარაუდოდ.
    გულშემატკივარი [?]
    #3 20 მარტი 2023 13:12
    7
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ამან ხო ტვინი მოხნა რა, მოკლედ ფაიფურის ცხოველია 😀 რამე დიეტები დაუნიშნონ რომ ტრავმა არ მიიღოს

    ამისი და ჰალანდის შეხვედრა მაინტერესებს როგორ დაუდგება იმ ვიკინგს🙃რატომღაც მგონია ვერ დაჩაგრავს ჩვენ ცხოველს
    Culé [?]
    #2 20 მარტი 2023 13:08
    1
    ამან ხო ტვინი მოხნა რა, მოკლედ ფაიფურის ცხოველია 😀 რამე დიეტები დაუნიშნონ რომ ტრავმა არ მიიღოს
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 მარტი 2023 13:00
    14
    ძალიან კარგი რო არაფერი ჭირს და უფრო კარგი ნაკრებში რო არ მიდის🙃პედრიც დემბელეც არაუხოც კარგი დასვენებულები იქნებიან👍