მე-3000 გოლი კამპ ნოუზე

მე-3000 გოლი კამპ ნოუზე

გუშინ მოგებული "ელ კლასიკო" ორმაგად საიუბილეო გამოდგა. გარდა იმისა, რომ "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ოფიციალურ მატჩში მეასედ დაამარცხა, კატალონიური გუნდის ფეხბურთელებმა "კამპ ნოუზე" ლა ლიგაში მე-3000 გოლიც გაიტანეს.

გუშინ "ბარსელონას" ხელს ფრეც აძლევდა, "რეალ მადრიდს" კი აუცილებლად მოგება ჭირდებოდა. 92-ე წუთამდე ანგარიში 1-1 იყო და იგრძნობოდა, რომ "ბარსა" სიტუაციის გამწვავებას ერიდებოდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე რობერტ ლევანდოვსკისა და ალეხანდრო ბალდეს კარგი თამაშის შემდეგ ფრანკ კესიემ გამარჯვების გოლი მაინც გაიტანა.

კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელის ეს ზუსტი დარტყმა ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" ფეხბურთელების მიერ გატანილი მე-3000 გოლი გამოდგა.

ლეგენდარულ არენაზე მე-1000 გოლი 1981 წელს "ერკულესთან" ანგარიშით 5-0 მოგებულ შეხვედრაში ვიქტორ მუნიოსმა გაიტანა. 23 წლის შემდეგ, 2004 წელს "მალაგასთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში თავი ფილიპ კოკუმ გამოიჩინა, რომელმაც "კამპ ნოუზე" "ბარსას" მე-2000 გოლი გაიტანა.

მომდევნო 1000 გოლის გასატანად კი "ბლაუგრანას" 19 წელი დასჭირდა.

საინტერესოა, რომ სამივე ეს გოლი ნახევარმცველების ანგარიშზეა.

თუ ყველა ტურნირს ჩავთვლით, "კამპ ნოუზე" მე-1000 გოლი ასენსის ეკუთვნის (1974 წელი), მე-2000 გილერმო ამორს (1991), მე-3000 რონალდინიოს (2006) და მე-4000 ლიონელ მესის (2018 წელი). პირველი 1000 გოლის გასატანად "ბარსას" 17 წელი დასჭირდა, შემდეგი ათასის გასატანადაც 17 წელი, შემდეგ 15 და ბოლოს მხოლოდ 12.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 მარტი 2023 20:25
    0
    კარგია რო სულ უფრო ნაკლები დრო სჭირდებათ უფრო მეტის გასატანად, ანუ მაინც წინ მიდის ფეხბურთი. მე მახსოვს ხალხი იძახდა მალე სულ აღარ გავა გოლებიო, როცა დაცვითი ფეხბურთის ახალი სისტემები შემოიტანეს ჯერ იტალიელებმა და მერე ნიდერლანდელებმაც მიბაძეს და ამას ტოტალური ფეხბურთი შეარქვეს, როცა გუნდის დაცვის დროს თავდასხმიდან ყველა ჩამოდიოდა საკუთარი კარის დასაცავად.
    Culé [?]
    #4 20 მარტი 2023 17:50
    1
    ციტატა: me da barca
    ციტატა: mari
    ანუ, ამ სტატისტიკის მიხედვით შემდეგ 1 000 გოლს ველოდოთ 9 წელში???
    stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye
    ეს თაობა მგონი უფრო ადრე მოაგროვებს!!! ::DDDDD

    ასეთი თავდასხმით მგონი 27 წელიც არ გვეყოფა.

    წავა ფერანი-ფატი. მოვა ვინმე ნორმალური და დავიწყებთ ბევრი გოლის გატანას სულ მალე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 მარტი 2023 15:39
    0
    ციტატა: mari
    ანუ, ამ სტატისტიკის მიხედვით შემდეგ 1 000 გოლს ველოდოთ 9 წელში???
    stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye
    ეს თაობა მგონი უფრო ადრე მოაგროვებს!!! ::DDDDD

    ასეთი თავდასხმით მგონი 27 წელიც არ გვეყოფა.
    გულშემატკივარი [?]
    #2 20 მარტი 2023 15:18
    1
    ანუ, ამ სტატისტიკის მიხედვით შემდეგ 1 000 გოლს ველოდოთ 9 წელში???
    stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye
    ეს თაობა მგონი უფრო ადრე მოაგროვებს!!! ::DDDDD
    ფანი [?]
    #1 20 მარტი 2023 14:02
    4
    კესიზეც რაღაცა ხმებია, მის გაყიდვასაც ხომ აპირებთ?
    არ დაუშვათ იგივე შეცდომები, როგორც ობამაზე